მიმდევრობები

დროის ლიმიტი: 1 წმ

მეხსიერების ლიმიტი: 64 მეგაბაიტი

შემავალი მონაცემები: stdin

გამომავალი მონაცემები: stdout

წყარო: GEOI, 2010, დასკვნითი, IX კლასამდე


მოცემულია ნატურალური რიცხვებისგან შემდგარი ორი მიმდევრობა: A და B. თითოეულ მათგანზე შეგვიძლია ჩავატაროთ შემდეგი ოპერაცია: ნებისმიერი ორი მეზობელი ელემენტი შევცვალოთ მათი ჯამით. მაგალითად, თუ საწყისი მიმდევრობაა (1, 2, 4, 1), მისგან ერთი ოპერაციით შეგვიძლია მივიღოთ მიმდევრობები: (3, 4, 1), (1, 6, 1) და (1, 2, 5).
    იპოვეთ ოპერაციათა ის მინიმალური რაოდენობა, რომელთა ჩატარების შედეგად შესაძლებელია A და B მიმდევრობებისგან მივიღოთ ერთმანეთის ტოლი მიმდევრობები ან გამოიტანეთ შესაბამისი შეტყობინება, თუ ეს შეუძლებელია. ორი მიმდევრობა ტოლია, თუ ისინი ერთიდაიმავე რაოდენობის ელემენტებისგან შედგებიან და ერთნაირ ადგილებზე მდგომი რიცხვები ტოლია. 
 
    შესატანი მონაცემები: შესატან მონაცემთა ფაილის პირველ სტრიქონში აღწერილია A მიმდევრობა. პირველი რიცხვი აღნიშნავს მისი ელემენტების NA რაოდენობას (1 ≤ NA ≤ 100,000). შემდეგ მოდის NA რაოდენობის ნატურალური რიცხვი [1..1000] დიაპაზონიდან – მიმდევრობის წევრები.
მეორე სტრიქონში ანალოგიური ფორმატით მოცემულია B მიმდევრობა.
სტრიქონებში რიცხვები ჰარებითაა გამოყოფილი.
 
    გამოსატანი მონაცემები: გამოსატან მონაცემთა ფაილის ერთადერთ სტრიქონში უნდა ჩაიწეროს ოპერაციათა მინიმალური რაოდენობა. თუ ამონახსნი არ არსებობს, გამოიტანეთ -1.



მაგალითები

შესატანი მონაცემები
2 1 1 1 3 დაკოპირება
გამოსატანი მონაცემები
-1 დაკოპირება
შესატანი მონაცემები
2 1 2 2 2 1 დაკოპირება
გამოსატანი მონაცემები
2 დაკოპირება
შესატანი მონაცემები
3 3 1 1 4 1 1 1 2 დაკოპირება
გამოსატანი მონაცემები
3 დაკოპირება