დროის ლიმიტი: 1 წმ
მეხსიერების ლიმიტი: 256 მეგაბაიტი
შემავალი მონაცემები: stdin
გამომავალი მონაცემები: stdout
წყარო: GEOI, 2010, რეგიონული XI-XII კლასები
რიცხვის ციკლური ძვრა აღნიშნავს მისი ბოლო ციფრის რიცხვის თავში გადატანას. მაგალითად, 1024-ის ციკლური ძვრით მიიღება რიცხვი 4102.
გიორგიმ რამდენიმე დღის წინ ფურცელზე დაწერა ნატურალური რიცხვი N. მას ახსოვს რომ ამ რიცხვის ბოლო ციფრი იყო K და ციკლური ძვრის შედეგად მისი მნიშვნელობა გაიზარდა P–ჯერ. ბუნებრივია, N-ის ჩანაწერი არ იწყებოდა 0-ით.
დაეხმარეთ გიორგის N რიცხვის გახსენებაში.
შესატანი მონაცემები: პირველ სტრიქონში ჩაწერილია ჰარით გამოყოფილი ორი მთელი რიცხვი: K და P(1≤K,P<10).
გამოსატანი მონაცემები: ერთადერთ სტრიქონში უნდა ჩაიწეროს ერთი მთელი რიცხვი N. თუ ასეთი რიცხვი რამდენიმეა, გამოიტანეთ მათ შორის მინიმალური. თუ ასეთი რიცხვი არ არსებობს (რაც გიორგის მეხსიერების პრობლემებზე მიუთითებს), გამოიტანეთ რიცხვი -1
შესატანი მონაცემები
5 2 დაკოპირება
გამოსატანი მონაცემები
263157894736842105 დაკოპირება
შესატანი მონაცემები
4 4 დაკოპირება
გამოსატანი მონაცემები
102564 დაკოპირება