კოდირება

დროის ლიმიტი: 1 წმ

მეხსიერების ლიმიტი: 64 მეგაბაიტი

შემავალი მონაცემები: stdin

გამომავალი მონაცემები: stdout

წყარო: GEOI, 2010, რეგიონული, IX კლასამდე


ინფორმაციის გადაცემა და დამახსოვრება ის ამოცანაა, რომელიც ხშირ შემთხვევაში კოდირების განსხვავებული სისტემების გამოყენებას საჭიროებს. ერთ-ერთ კარგად ცნობილ სისტემას წარმოადგენს სისტემა, როდესაც სიმბოლოთა მიმდევრობას რაიმე რიცხვი შეესაბამება. ითვლება, რომ სიტყვები მხოლოდ პატარა ლათინური ასოებისაგან შედგება (a, b, c,...,z, სულ 26 ასო). ყველა ამ სიტყვებიდან ჩვენ განვიხილავთ მხოლოდ ისეთებს, რომლებშიც ასოები ლექსიკოგრაფიული მიმდევრობითაა დალაგებული (ყოველი ასო ნაკლებია მის მომდევნო ასოზე, ანუ ანბანში მის მარცხნივ მდებარეობს).

ზემოთ ნახსენები კოდირების სისტემა შემდეგნაირად მუშაობს:

• სიტყვები დალაგებულია მათი სიგრძეების ზრდადობის მიხედვით;

• ერთნაირი სიგრძის სიტყვები დალაგებულია ლექსიკოგრაფიული მიმდევრობით;

• სიტყვების კოდირება ხდება მათი გადანომვრით დაწყებული a-დან შემდეგნაირად:

a              -     1

b              -     2

...

z              -     26

ab            -     27

...

az            -     51

bc            -     52

...

vwxzy    -     83681

...

დაწერეთ პროგრამა, რომელიც დაადგენს შესაძლებელია თუ არა მოცემული სიტყვის კოდირება ზემოთ აღწერილი კოდირების სისტემის გამოყენებით და დადებითი პასუხის შემთხვევაში იპოვის ამ სიტყვის კოდს.

შესატანი მონაცემები:  პირველ სტრიქონში ჩაწერილია ერთი სიტყვა.

გამოსატანი მონაცემები:  ერთადერთ სტრიქონში უნდა ჩაიწეროს 0, თუ მოცემული სიტყვის კოდირება შეუძლებელია და მისი კოდი წინააღმდეგ შემთხვევაში, რომელიც იქნება 10,000,000 ზე ნაკლები რიცხვი. 




მაგალითები

შესატანი მონაცემები
bf დაკოპირება
გამოსატანი მონაცემები
55 დაკოპირება
შესატანი მონაცემები
aab დაკოპირება
გამოსატანი მონაცემები
0 დაკოპირება
შესატანი მონაცემები
vwxyz დაკოპირება
გამოსატანი მონაცემები
83681 დაკოპირება