ჯამი

დროის ლიმიტი: 1 წმ

მეხსიერების ლიმიტი: 256 მეგაბაიტი

შემავალი მონაცემები: stdin

გამომავალი მონაცემები: stdout

წყარო: GEOI, 2010, რეგიონული, IX კლასამდე


მოცემულია 1-დან N-მდე ნატურალური რიცხვები. თუ თითოეულ რიცხვს ავიღებთ '+' ან '–' ნიშნით და შევკრებთ მათ, მივიღებთ რაიმე S ჯამს. ჩვენი მიზანია მოცემული S ჯამისათვის ვიპოვოთ N-ის ის მინიმალური მნიშვნელობა, რომლისთვისაც 1-დან N-მდე ყველა რიცხვისათვის '+' ან '–' ნიშნის მიწერით და შემდეგ მათი შეკრებით შესაძლებელი იქნება S-ის მიღება. დაწერეთ პროგრამა, რომელიც იპოვის ასეთ N-ს.

შესატანი მონაცემები:  პირველ სტრიქონში მოცემულია ერთი მთელი დადებითი  რიცხვი S (0 < S ≤ 100 000).

გამოსატანი მონაცემები:  ერთადერთ სტრიქონში უნდა ჩაიწეროს ერთი ნატურალური რიცხვი -  N-ის ის მინიმალური მნიშვნელობა, რომლისთვისაც პირობაში აღწერილი წესების მიხედვით შესაძლებელი იქნება მოცემული შ ჯამის მიღება.




მაგალითები

შესატანი მონაცემები
12 დაკოპირება
გამოსატანი მონაცემები
7 დაკოპირება

შენიშვნა

განმარტება: ჯამში 12-ის მიღება შესაძლებელია მინიმუმ 1-დან 7-მდე (N-ის მინიმალური მნიშვნელობაა 7) ნატურალური რიცხვების შეკრებით შემდეგნაირად:

(-1)+2+3+4+5+6+(-7)=12.

შენიშვნა: განხილულ მაგალითში შესაძლებელია არსებობდეს '+' და '–' ნიშნების მიწერის სხვა ვარიანტებიც.