შეტყობინების დაშიფვრა

დროის ლიმიტი: 1 წმ

მეხსიერების ლიმიტი: 64 მეგაბაიტი

შემავალი მონაცემები: stdin

გამომავალი მონაცემები: stdout

წყარო: USACO, 2002/03, MAR, ORANGE


ფერმერმა ჯონმა შემოიღო შეტყობინების დაშიფვრის შემდეგი წესი: ჩამოწერა ლათინური ანბანის 26 სიმბოლო გარკვეული თანმიმდევრობით
შეტყობინების ყველა სიმბოლო შეცვალა შესაბამისით მის მიერ ჩაწერილი თანმიმდევრობიდან. მეტი სიზუსტისთვის განვიხილოთ ახალი
მიმდევრობა yrwhsoujgcxqbativndfezmlpk ეს ნიშნავს, რომ დაშიფრული შეტყობინების გაშიფვრისას სიმბოლო 'a'უნდა 'y' სიმბოლოთი, ხოლო 'b' - 'r' სიმბოლოთი და ა.შ.
დაწერეთ პროგრამა, რომელიც სიმბოლოთა მოცემული მიმდევრობის მიხედვით გაშიფრავს მოცემულ ტექსტს. გასაშიფრი ტექსტი
შეიძლება შეიცავდეს როგორც დაბალი, ისე მაღალი რეგისტრის სიმბოლოებს. გაშიფვრისას რეგისტრი შეინარჩუნეთ. შესატანი მონაცემები: პირველ სტრიქონში დაბალი რეგისტრის 26 სიმბოლო - ფჯ-ს მიერ ჩამოწერილი თანმიმდევრობა, მეორე სტრიქონში
გასაშიფრი ტექსტი, რომლის სიგრძე 80 სიმბოლოს არ აღემატება. გამოსატანი მონაცემები: ერთადერთ სტრიქონში - გაშიფრული ტექსტი.



მაგალითები

შესატანი მონაცემები
eydbkmiqugjxlvtzpnwohracsf Kifq oua zarxa suar bti yaagrj fa xtfgrj დაკოპირება
გამოსატანი მონაცემები
Jump the fence when you seeing me coming დაკოპირება