თანმიმდევრული ჯამები

დროის ლიმიტი: 1 წმ

მეხსიერების ლიმიტი: 64 მეგაბაიტი

შემავალი მონაცემები: stdin

გამომავალი მონაცემები: stdout

წყარო: USACO, 2002/03, MAR, ORANGE


დაწერეთ პროგრამა, რომელიც მოცემული N (1 <= N <= 10,000,000) რიცხვისათვის დაადგენს, თუ რამდენი განსხვავებული გზით შეიძლება
მისი მიღება თანმიმდევრულად აღებული რიცხვების ჯამით. მაგალითად, 15-ის მიღება ასეთი წესით ოთხნაირად შეიძლება: 15, 7+8, 4+5+6
და 1+2+3+4+5. 10-ის მიღება შეიძლება ორი განსხვავებული გზით: 1+2+3+4 და 10. შესატანი მონაცემები: ერთადერთ სტრიქონში ერთი მთელი რიცხვი - N. გამოსატანი მონაცემები: ერთი მთელი რიცხვი - იმ განსხვავებული გზების რაოდენობა, რომელთა საშუალებითაც შეიძლება N-ის მიღება ზემოთ
აღწერილი წესით.



მაგალითები

შესატანი მონაცემები
15 დაკოპირება
გამოსატანი მონაცემები
4 დაკოპირება