კოდის კორექცია

დროის ლიმიტი: 1 წმ

მეხსიერების ლიმიტი: 64 მეგაბაიტი

შემავალი მონაცემები: stdin

გამომავალი მონაცემები: stdout


კავშირგაბმულობის რომელიღაც არხით გადაეცემა შეტყობინება, რომელსაც აქვს 0-ებისა და 1-ებისაგან შედგენილი მიმდევრობის სახე. არხში არსებული ხარვეზების გამო ზოგიერთი სიგნალი შესაძლოა შეცდომით იქნას მიღებული: 0 აღქმული იქნას 1-ად და პირიქით. სიგნალების გადაცემის საიმედოობის გასაზრდელად გადაწყდა, რომ თითოეული სიგნალი სამჯერ გაიგზავნოს. გადამცემი 1-ის ნაცვლად აგზავნის 111-ს, ხოლო 0-ის ნაცვლად 000-ს. დაწერეთ პროგრამა, რომელიც აღადგენს საწყის შეტყობინებას. რადგან გადაცემისას მოსალოდნელი იყო ხარვეზები, ციფრთა ყოველი სამეულის ნაცვლად პროგრამამ უნდა გამოიტანოს ის ციფრი, რომელიც ამ სამეულში ორჯერ მაინც გვხვდება.

შემავალი მონაცემების ფორმატი: შემავალ ფაილში მოცემულია ერთადერთი სტრიქონი, რომელიც შედგება “0”-ებისა და “1”-ებისაგან. სტრიქონის სიგრძე 3-ის ჯერადი რიცხვია, მეტია 2-ზე და ნაკლებია 3000-ზე.

გამომავალი მონაცემების ფორმატი: ერთადერთ სტრიქონში უნდა გამოიტანოთ გაშიფრული შეტყობინება.




მაგალითები

შესატანი მონაცემები
110111010001 დაკოპირება
გამოსატანი მონაცემები
1100 დაკოპირება