დროის ლიმიტი: 1 წმ
მეხსიერების ლიმიტი: 64 მეგაბაიტი
შემავალი მონაცემები: stdin
გამომავალი მონაცემები: stdout
დომინოს ჩვეულებრივი კომპლექტი შეიცავს 28 ქვას და ამ კომპლექტში შედის 0-დან 6-მდე რიცხვების ყველა შესაძლო წყვილი. ცხადია, რომ თუკი ქვებზე ქულების რაოდენობა შეიცვლებოდა არა 0-დან 6-მდე, არამედ 0-დან K-მდე, ქვების რაოდენობაც სხვაგვარი იქნებოდა. დაწერეთ პროგრამა, რომელიც მოცემული K-სათვის გაარკვევს კომპლექტში ქვების რაოდენობას.
შემავალი მონაცემების ფორმატი: ერთადერთ სტრიქონში ნატურალური K (K≤100000000) რიცხვის სახით მითითებულია ქვებზე ქულათა რაოდენობის მარჯვენა საზღვარი.
გამომავალი მონაცემების ფორმატი: გამომავალი ფაილი უნდა შეიცავდეს ერთადერთ რიცხვს – კომპლექტში ქვების რაოდენობას.
შესატანი მონაცემები
6 დაკოპირება
გამოსატანი მონაცემები
28 დაკოპირება
შესატანი მონაცემები
11 დაკოპირება
გამოსატანი მონაცემები
78 დაკოპირება