დროის ლიმიტი: 1 წმ
მეხსიერების ლიმიტი: 256 მეგაბაიტი
შემავალი მონაცემები: stdin
გამომავალი მონაცემები: stdout
წყარო: USACO, 2005/06, NOV, SILVER
ბუბა აკვირდება ჭიანჭველებს. მან შეამჩნია, რომ ბუდეში იყო T (1 <= T <= 1,000) განსხვავებული ოჯახი ჭიანჭველებისა, რომლებიც მან გადანომრა როგორც 1..T. თითოეულ ოჯახს ყავს Ni (1 <= Ni <= 100) რაოდენობის წევრი. ჯამში სულ A რაოდენობის ჭიანჭველაა.
თქვენი ამოცანაა დათვალოთ რამდენი განსხვავებული S, S+1, ..., B (1 <= S <= B <= A) ზომის ჯგუფი შეიძლება შედგეს ჭიანჭველებისა.
მაგალითად თუ ბუდეში არის {1, 1, 2, 2, 3} ჭიანჭველები. მაშინ შესაძლებელი ჯგუფები ჭიანჭველებისა არის:
3 ჯგუფი 1 ჭიანჭველით თითოში: {1} {2} {3}
5 ჯგუფი 2 ჭიანჭველით თითოში: {1,1} {1,2} {1,3} {2,2} {2,3}
5 ჯგუფი 3 ჭიანჭველით თითოში: {1,1,2} {1,1,3} {1,2,2} {1,2,3} {2,2,3}
3 ჯგუფი 4 ჭიანჭველით თითოში: {1,2,2,3} {1,1,2,2} {1,1,2,3}
1 ჯგუფი 5 ჭიანჭველით თითოში: {1,1,2,2,3}
შემოსატანი მონაცემები: პირველი სტრქონი შეიცავს თითო ჰარით გამოყოფილ 4 მთელ რიცხვს T, A, S, და B. შემდეგი A ხაზიდან მე-i შეიცავს ერთ ცალ მთელ რიცხვს, იმ ოჯახის ნომერს, რომელსაც მე-i ჭიანჭველა მიეკუთვნება.
გამოსატანი მონაცემები: თქვენმა პროგრამამ უნდა დაბეჭდოს რაოდენობა ისეთი განსხვავებული ჯგუფებისა, რომლის ზომებიც არის S..B. თუ რიცხვი დიდია, დაბეჭდეთ მხოლოდ ბოლო 6 ციფრი.
ყურადღება მიაქციეთ, რომ ჯგუფი {1, 2} და {2,1} ერთდაიგივედ ითვლება.
შესატანი მონაცემები
3 5 2 3 1 2 2 1 3 დაკოპირება
გამოსატანი მონაცემები
10 დაკოპირება
შეტანის განმარტება: ეს ნიშნავს, რომ არის 2 ცალი პირველი ოჯახის წევრი ჭიანჭველა, 2 ცალი მეორე ოჯახის წევრი ხოლო ერთი ცალი მესამე ოჯახის წევრი
და ჩვენ უნდა ვიპოვოთ ისეთი ჭიანჭველების ჯგუფების რაოდენობა , რომლებშიც არის ან 2 ან 3 ჭიანჭველა. როგორც მაგალითზე ჩანს, ეს არის 10.