შეჯიბრი

დროის ლიმიტი: 1 წმ

მეხსიერების ლიმიტი: 256 მეგაბაიტი

შემავალი მონაცემები: stdin

გამომავალი მონაცემები: stdout

წყარო: USACO, 2007/08, JAN, SILVER


ბუბამ იპოვა ჩოგბურთელთა ტურნირის ოქმები. ტურნირში მონაწილეობდა N (1 <= N <= 100) ჩოგბურთელი, რომლებიც 
გადანომრილი იყვნენ 1-დან N-მდე. თითოეულ ჩოგბურთელს აქვს ოსტატობის თავისი უნიკალური დონე და როცა ორი
ჩოგბურთელი ხვდება ერთმანეთს, ყოველთვის იგებს ის, რომლის ოსტატობის დონეც უფრო მაღალია. სხვა სიტყვებით, თუ A ჩოგბურთელის ოსტატობის დონე უფრო მაღალია, ვიდრე B ჩოგბურთელის (1 <= A <= N; 1 <= B <= N; A != B), მაშინ A ყოველთვის ამარცხებს B-ს. ბუბას სურს დაალაგოს ჩოგბურთელები ოსტატობის დონის მიხედვით მის ხელთ არსებული M (1 <= M <= 4,500) ოქმის
საფუძველზე. თითოეულ ოქმში მოცემულია ერთი წყვილის შეხვედრის შედეგი. დაწერეთ პროგრამა, რომელიც დაეხმარება
ბუბას ამოცანის გადაწყვეტაში. გარანტირებულია, რომ ოქმების შედეგები ერთმანეთს არ ეწინააღმდეგება.
შესატანი მონაცემები: პირველ სტრიქონში მოცემულია ორი მთელი რიცხვი: N და M. მომდევნო M სტრიქონიდან თითოეულში 
         მოცემულია ორი მთელი რიცხვი A და B - იმ ჩოგბურთელების ნომრები, რომელთა შეხვედრის ოქმიც აქვს ბუბას.
პირველად ყოველთვის გამარჯვებული ჩოგბურთელის ნომერი წერია. გამოსატანი მონაცემები: ერთი მთელი რიცხვი - იმ ჩოგბურთელების რაოდენობა, რომელთა რანგის (ოსტატობის დონის)
განსაზღვრა შესაძლებელია.



მაგალითები

შესატანი მონაცემები
5 5 4 3 4 2 3 2 1 2 2 5 დაკოპირება
გამოსატანი მონაცემები
2 დაკოპირება

შენიშვნა

მე-2 ჩოგბურთელმა წააგო 1, 3, 4 ჩოგბურთელეებთან, ამასთან მან მოუგო მე-5 ჩოგბურთელს. ამიტომ მისი რანგი 
ცალსახად განისაზღვრება და ეს არის მე-4 ადგილი. რადგან მე-5 ჩოგბურთელმა მასთან წააგო, მისი რანგი იქნება 5.
სხვა ჩოგბურთელებისათვის არსებული ოქმებით რანგის განსაზღვრა შეუძლებელია.