ინტერვალები და წერტილები

დროის ლიმიტი: 1 წმ

მეხსიერების ლიმიტი: 64 მეგაბაიტი

შემავალი მონაცემები: stdin

გამომავალი მონაცემები: stdout

წყარო: USACO, 2005/06, OPEN, BRONZE


მოცემულია N (1 <= N <= 32,000) ცალი ინტერვალი, რომლებიც გადანომრილია 1-დან  N-მდე. თითოეული მათგანი აღიწერება
ორი მთელი რიცხვით: L - მარცხენა ბოლო და
S - სიგრძე (0<=L+S<=5,300,000). თქვენ შეგიძლიათ დასვათ წერტილები
ნებისმიერ მთელ ან არამთელ კოორდინატზე. რა მინიმალური რაოდენობის წერტილის დასმაა საჭირო, რომ ნებისმიერ
ინტერვალს ერთი მაინც
ასეთი წერტილი ეკუთვნოდეს? თუ წერტილს დასვამთ ორი ინტერვალის შეხების ადგილას, მაშინ ის
ორივე ინტერვალს ეკუთვნის.

შესატანი მონაცემები: პირველ სტრიქონში ერთი მთელი რიცხვი N. მომდევნო N სტრიქონიდან თითოეულში ორ-ორი მთელი რიცხვი: L და S შესაბამისი ინტერვალისათვის.

            გამოსატანი მონაცემები: ერთადერთ სტრიქონში ერთი მთელი რიცხვი - ისეთი წერტილების მინიმალური რაოდენობა, რომ ყოველ ინტერვალს ერთი მაინც წერტილი ეკუთვნოდეს.




მაგალითები

შესატანი მონაცემები
7 2 4 4 7 3 3 5 3 9 4 1 5 7 3 დაკოპირება
გამოსატანი მონაცემები
2 დაკოპირება