X3

დროის ლიმიტი: 1 წმ

მეხსიერების ლიმიტი: 256 მეგაბაიტი

შემავალი მონაცემები: stdin

გამომავალი მონაცემები: stdout

წყარო: COCI, 2011/12, 1


მირკომ ახლახან მოინახულა პლანეტა X3, რომლის მაცხოვრებლებსაც მთელი დადებითი რიცხვები ჰქვიათ სახელად. პლანეტის ყველა მაცხოვრებელი იცნობს ერთმანეთს და ყოველი წყვილი გამოითვლის მათი მეგობრობის ძალას შემდეგნაირად: ორივე მაცხოვრებლის სახელი გადაჰყავთ ორობით სისტემაში, თუ სახელთა სიგრძეებია განსხვავებულია, ათანაბრებენ მათ უფრო მოკლე სახელისათვის 0–ების წინ ჩაწერით, შემდეგ ერთ–ერთ სახელს ქვეშ მიუწერენ მეორეს ყოველი სვეტისათვის ადგენენ მეგობრობის მნიშვნელობას ასეთი წესით: თუ სვეტში ორივე ციფრი ერთნაირია, შედეგს თვლიან 0–ად, ხოლო თუ განსხვავებულია – 1–თად. მიღებული ორობითი ჩანაწერი გადაჰყავთ ათობითში.

მაგალითად, 19–ისა და 10–ის მეგობრობის ძალაა 25.

1 0 0 1 1 = 19

0 1 0 1 0 = 10

1 1 0 0 1 = 25

სამყაროში პლანეტის ღირებულება განისაზღვრება მისი მაცხოვრებლების ყველა შესაძლო წყვილის მეგობრობის ჯამით. გამოთვალეთ ეს მნიშვნელობა X3–სათვის.

შესატანი მონაცემები: პირველ სტრიქონში ერთი მთელი რიცხვი:  N (1≤N≤1000000)– პლანეტის მაცხოვრებელთა რაოდენობა. მომდევნო N სტრიქონიდან თითოეულში თითო მთელი რიცხვი ნაკლები 1000000–ზე – პლანეტის მაცხოვრებელთა რაოდენობა.

გამოსატანი მონაცემები: ერთი მთელი რიცხვი - X3–ის მაცხოვრებელთა ყველა შესაძლო წყვილის მეგობრობის ძალების ჯამი.




მაგალითები

შესატანი მონაცემები
2 19 10 დაკოპირება
გამოსატანი მონაცემები
25 დაკოპირება
შესატანი მონაცემები
3 7 3 5 დაკოპირება
გამოსატანი მონაცემები
12 დაკოპირება
შესატანი მონაცემები
5 9 13 1 9 6 დაკოპირება
გამოსატანი მონაცემები
84 დაკოპირება