მსგავსება და განსხვავება

დროის ლიმიტი: 1 წმ

მეხსიერების ლიმიტი: 64 მეგაბაიტი

შემავალი მონაცემები: stdin

გამომავალი მონაცემები: stdout


ბუბამ შეიმუშავა ახალი თეორია, რომელიც ადგენს ორ ადამიანს შორის მსგავსებისა და განსხვავების კოეფიციენტებს. ის წერს ლათინური პატარა სიმბოლოებით ორივე ადამიანის სახელს და გვარს და შემდეგ გამოითვლის ერთნაირი და განსხვავებული სიმბოლოების რაოდენობას ამ ჩანაწერებში. მაგალითად, ამ თეორიით ლებრონ ჯეიმსსა და მაიკლ ჯორდანს შორის მსგავსების კოეფიციენტია 8, ხოლო განსხვავების კოეფიციენტი - 6. თუ განვიხილავთ მათი სახელების და გვარების ჩანაწერს ლათინური ანბანით, გვექნება: lebron james და michael jordan. ერთნაირი სიმბოლოები ამ ჩანაწერებში არის: l, e, r, o, n, j, a, m, ხოლო განსხვავებული სიმბოლოებია b, s, i, c, h, d. მიაქციეთ ყურადღება, რომ მნიშვნელობა არ აქვს, თუკი ერთი სიმბოლო რამდენჯერმე შედის რომელიმე სახელსა და გვარში (მაგალითად, a ან e), ისინი შედარებისას მხოლოდ ერთხელ განიხილებიან.

დაწერეთ პროგრამა, რომელიც გამოითვლის ზემოთ აღწერილ კოეფიციენტებს.

შესატანი მონაცემები: პირველ სტრიქონში დაბალი რეგისტრის ლათინური სიმბოლოებისაგან შედგენილი ორი სიტყვა - პირველი პიროვნების სახელი და გვარი. მეორე სტრიქონში დაბალი რეგისტრის ლათინური სიმბოლოებისაგან შედგენილი ორი სიტყვა - მეორე პიროვნების სახელი და გვარი. არცერთი სიტყვის სიგრძე არ აღემატება 50-ს.

            გამოსატანი მონაცემები: ერთადერთ სტრიქონში ორი მთელი რიცხვი - მსგავსების კოეფიციენტი და განსხვავების კოეფიციენტი.




მაგალითები

შესატანი მონაცემები
lebron james michael jordan დაკოპირება
გამოსატანი მონაცემები
8 6 დაკოპირება