პლეიოფი

დროის ლიმიტი: 1 წმ

მეხსიერების ლიმიტი: 64 მეგაბაიტი

შემავალი მონაცემები: stdin

გამომავალი მონაცემები: stdout


1.       პლეი-ოფი

ფეხბურთში ქვეყნის თასის გათამაშება შედგება ორი რაუნდისაგან. ორი გუნდი ჯერ პირველი გუნდის მოედანზე ეთამაშება ერთმანეთს, ხოლო შემდეგ მეორე გუნდის მოედანზე. მომდევნო ეტაპზე გადის ის გუნდი, რომელიც მეტ გოლს გაიტანს ორივე თამაშის ჯამში, ხოლო თუ თანაბარი რაოდენობის გოლები გაიტანეს, მაშინ უპირატესობა ენიჭება იმ გუნდს, რომელიც მეტოქის მოედანზე გაიტანს მეტ გოლს. თუ ეს მაჩვენებელიც ტოლია მაშინ ინიშნება პენალტების სერია, რომელიც გრძელდება გამარჯვებულის გამოვლენამდე. მაგალითად, თუ პირველმა გუნდმა შინ მოიგო ანგარიშით 5-3, და გასვლაზე წააგო 0-1, მაშინ ის გადის მომდევნო ეტაპზე, ხოლო თუ შინ მოიგო 5-3 და გასვლაზე წააგო 0-2, მაშინ მომდევნო ეტაპზე გადის მეორე გუნდი. თუკი თამაშები დასრულდა შესაბამისად 3-1 და 1-3, ინიშნება პენალტები. დაწერეთ პროგრამა, რომელიც გაარკვევს რა მოხდება ორი მატჩის შედეგად.

შესატანი მონაცემები: პირველ სტრიქონში მოცემულია ჰარით გაყოფილი ორი მთელი რიცხვი A და B (0 <= A, B <= 15) - პირველი გუნდის მიერ პირველ მატჩში (საკუთარ მოედანზე) გატანილი გოლების რაოდენობა და მეორე გუნდის მიერ პირველ მატჩში (მეტოქის მოედანზე) გატანილი გოლების რაოდენობა. მეორე სტრიქონში მოცემულია ჰარითგაყოფილი ორი მთელი რიცხვი C და D  (0 <= C, D <= 15) - პირველი გუნდის მიერ მეორე მატჩში (მეტოქის მოედანზე) გატანილი გოლების რაოდენობა და მეორე გუნდის მიერ მეორე მატჩში (საკუთარ მოედანზე) გატანილი გოლების რაოდენობა.

გამოსატანი მონაცემები: თუ ორი მატჩის შედეგად შემდეგ ეტაპზე გადის პირველი გუნდი, გამოიტანეთ სიტყვა FIRST, თუ მეორე გუნდი გადის შემდგომ ეტაპზე, გამოიტანეთ სიტყვა SECOND, სხვა შემთხვევაში გამოიტანეთ სიტყვა PENALTY.




მაგალითები

შესატანი მონაცემები
2 1 2 4 დაკოპირება
გამოსატანი მონაცემები
SECOND დაკოპირება
შესატანი მონაცემები
1 1 2 2 დაკოპირება
გამოსატანი მონაცემები
FIRST დაკოპირება
შესატანი მონაცემები
3 1 1 3 დაკოპირება
გამოსატანი მონაცემები
PENALTY დაკოპირება