დროის ლიმიტი: 1 წმ
მეხსიერების ლიმიტი: 64 მეგაბაიტი
შემავალი მონაცემები: stdin
გამომავალი მონაცემები: stdout
3x3 ზომის დაფაზე ორი მოთამაშე რიგ-რიგობით წერს შესაბამისად ჯვარს ან ნულს. მოგებულია ის მოთამაშე, რომელიც საკუთარ ფიგურას განალაგებს რომელიმე ჰორიზონტალის, ვერტიკალის ან დიაგონალის სამივე უჯრაში. მოცემულია დაფის საბოლოო მდგომარეობა, სადაც “+” აღნიშნავს ჯვარს, “0” – ნულს, ხოლო “*” – ცარიელ უჯრას (თუკი ასეთი არის). დაწერეთ პროგრამა, რომელიც იპოვის გამარჯვებულ მოთამაშეს.
შესატანი მონაცემები: სამ სტრიქონში მოცემულია 3-3 სიმბოლო: “+”,“0” ან “*”.
გამოსატანი მონაცემები: თუ პირველმა მოთამაშემ მოიგო, გამოიტანეთ სიტყვა “FIRST”, თუ მეორემ – “SECOND”, თუ ვერცერთმა – “NO ONE”.
შესატანი მონაცემები
+0* +00 +*0 დაკოპირება
გამოსატანი მონაცემები
FIRST დაკოპირება