დროის ლიმიტი: 1 წმ
მეხსიერების ლიმიტი: 512 მეგაბაიტი
შემავალი მონაცემები: cin
გამომავალი მონაცემები: cout
მოცემულია დადებითი მთელი რიცხვებისაგან შედგენილი მიმდევრობა, რომელიც წრიულადაა განლაგებული და პირველი წევრი ბოლო წევრის მეზობელია. რიცხვს ეწოდება მაღალი, თუ იგი თავის ორივე მეზობელზე მეტია, ხოლო რიცხვს ეწოდება დაბალი, თუ იგი თავის ორივე მეზობელზე ნაკლებია. დაწერეთ პროგრამა, რომელიც მოცემულ მიმდევრობაში იპოვის მაღალი და დაბალი რიცხვების რაოდენობებს.
შესატანი მონაცემები:
თითო სტრიქონში მოცემულია თითო მთელი დადებითი რიცხვი. მიმდევრობა მთავრდება რიცხვით 0, რომელიც არ წარმოადგენს მიმდევრობის წევრს. რიცხვების საეღო რაოდენობა არ აღემატება 2 მილიონს.
გამოსატანი მონაცემები:
ორი მთელი რიცხვი – მაღალი რიცხვების რაოდენობა და დაბალი რიცხვების რაოდენობა.
შეზღუდვები:
შემოსატანი რიცხვების რაოდენობა არანაკლებ 4-ია და თითოეული რიცხვი არ აღემატება 1 000 000-ს.
შესატანი მონაცემები
4 3 7 2 0 დაკოპირება
გამოსატანი მონაცემები
2 2 დაკოპირება
შესატანი მონაცემები
7 4 2 1 0 დაკოპირება
გამოსატანი მონაცემები
1 1 დაკოპირება