დროის ლიმიტი: 1 წმ
მეხსიერების ლიმიტი: 64 მეგაბაიტი
შემავალი მონაცემები: stdin
გამომავალი მონაცემები: stdout
განვიხილოთ m/n წესიერი წილადი, სადაც m და n ნატურალური რიცხვებია. თუკი m-ის n-ზე გაყოფისას გაყოფა შეწყდა, იტყვიან, რომ m/n წილადის პერიოდი არის 0, ხოლო თუ გაყოფის პროცესი უსასრულოდ გაგრძელდა, მაშინ განაყოფში აუცილებლად მოიძებნება რიცხვთა განმეორებადი მიმდევრობა, რომელსაც წილადის პერიოდს უწოდებენ.
დაწერეთ პროგრამა, რომელიც იპოვის წესიერი წილადის პერიოდს.
შესატანი მონაცემები: ორი მთელი რიცხვი m და n (2≤ m < n ≤1000).
გამოსატანი მონაცემები: ერთი მთელი რიცხვი – წილადის პერიოდი.
შესატანი მონაცემები
19 28 დაკოპირება
გამოსატანი მონაცემები
285714 დაკოპირება
შესატანი მონაცემები
3 4 დაკოპირება
გამოსატანი მონაცემები
0 დაკოპირება