დროის ლიმიტი: 1 წმ
მეხსიერების ლიმიტი: 64 მეგაბაიტი
შემავალი მონაცემები: stdin
გამომავალი მონაცემები: stdout
პალინდრომი წარმოადგენს სიტყვას, რომელიც ერთნაირად იკითხება ორივე მიმართულებით. მაგალითად, სიტყვები „როგორ“, „აცაბაცა“, „არარა“ პალინდრომებია, ხოლო სიტყვები „მაგრამ“, „საათი“, „კედელი“ – არა. დაწერეთ პროგრამა, რომელიც დაადგენს, შესაძლოა თუ არა მოცემული სიტყვიდან პალინდრომის მიღება.
შესატანი მონაცემები: ერთი სიტყვა, რომელიც შედგენილია მთავრული ლათინური სიმბოლოებისაგან. სიტყვის სიგრძე არ აღემატება 200-ს.
გამოსატანი მონაცემები: გამოიტანეთ სიტყვა “YES”, თუ მოცემული სიტყვიდან პალინდრომის შედგენა შეიძლება, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოიტანეთ „NO”.
შესატანი მონაცემები
TARTAROZZ დაკოპირება
გამოსატანი მონაცემები
YES დაკოპირება
შესატანი მონაცემები
PARADISE დაკოპირება
გამოსატანი მონაცემები
NO დაკოპირება