დროის ლიმიტი: 1 წმ
მეხსიერების ლიმიტი: 64 მეგაბაიტი
შემავალი მონაცემები: stdin
გამომავალი მონაცემები: stdout
წყარო: USACO, 2002/03, OPEN, ORANGE
ფერმერ ჯონს უყვარს ძროხებისთვის მათემატიკის სწავლება. იგი დაპირდა მათ თივა-მოყრილ ნაყინს, თუკი ისინი ამოხსნიდნენ სხვადასხვა მათემატიკურ ამოცანებს. მან უთხრა ბესის, „ამოირჩიე და მითხარი ექვსნიშნა მთელი რიცხვი. შემდეგ აიღე ამ რიცხვის შუა ოთხი ციფრისაგან შემდგარი რიცხვი და აიყვანე კვადრატში. მიღებულ რიცხვს მარცხნიდან მოაშორე ციფრები, სანამ არ მიიღებ ექვს ან ნაკლებნიშნა რიცხვს. მითხარი შედეგად მიღებული რიცხვი.“
ბესიმ ამოირჩია 655554. შემდეგ აიღო შუა ოთხი ციფრისგან შემდგარი რიცხვი: 5555 და აიყვანა კვადრატში: 30858025. შემდეგ მოაცილა ციფრები მარცხნიდან და დაიტოვა ექვსნიშნა რიცხვი: 858025. „8 5 8 0 2 5“, უთხრა მან ჯონს. ჯონს გაეღიმა ბესის მათემატიკურ ნიჭზე და უთხრა: „ახლა გააგრძელე ამ ოპერაციების ჩატარება, მანამ სანამ შედეგში მიღებული რომელიმე რიცხვი არ განმეორდება“.
ბესიმ გადაწყვიტა შეექმნა ცხრილი, რომელშიც აისახებოდა ოპერაციათა მიმდევრობა:
შუა შუას შემცირებული
რიცხვი 4 ციფრი კვადრატი 6 ან ნაკლებამდე
655554 5555 30858025 858025
858025 5802 33663204 663204
663204 6320 39942400 942400
942400 4240 17977600 977600
977600 7760 60217600 217600 <-+
217600 1760 3097600 97600 |
97600 9760 95257600 257600 |
257600 5760 33177600 177600 |
177600 7760 60217600 217600 --+
ბესიმ თავისი ცხრილი ჯონს უჩვენა, რომელმაც გაიღიმა და დიდი ულუფა გემრიელი თივის ნაყინი გადასცა საჩუქრად. „სწორია, ბესი“, თქვა მან. „ციკლი სიგრძე 4 რიცხვია, რომელთაგანაც პირველად მიღებული არის 217600. ციკლი დადგენილი იქნა მეცხრე სვლაზე.“
დაეხმარეთ სხვა ძროხებს ნაყინის მოგებაში. მოცემული ექვსნიშნა რიცხვისათვის, გამოთვალეთ ციკლის დასადგენი სვლების რაოდენობა, ციკლის პირველი რიცხვი და ციკლის სიგრძე.
ჯონს აინტერესებდა იცოდა თუ არა ბესიმ ყველა ხრიკი და გამოსაცდელად მოამზადა შემდეგი ცხრილი:
შუა შუას შემცირებული
რიცხვი 4 ციფრი კვადრატი 6 ან ნაკლებამდე
200023 0002 4 4
4 0 0 0
0 0 0 0 [ერთ სვლიანი ციკლი]
რომლის პასუხიც იქნებოდა: სამი სვლა ციკლის დასადგენად, ციკლის პირველი წევრი 0 და ციკლის სიგრძე 1.
გახსოვდეთ: თქვენს პროგრამას არ შეუძლია გამოიყენოს 16 მბ-ზე მეტი მეხსიერება.
შეტანის ფორმატი:
* სტრიქონი 1: ერთი ექვსნიშნა მთელი რიცხვი
გამოტანის ფორმატი:
* სტრიქონი 1: ჰარით გამოყოფილი სამი მთელი რიცხვი: ციკლის პირველი წევრი, ციკლის სიგრძე, ციკლის დასადგენი სვლების მინიმალური რაოდენობა.
შესატანი მონაცემები
655554 დაკოპირება
გამოსატანი მონაცემები
217600 4 9 დაკოპირება