უცნაური სტატისტიკა

დროის ლიმიტი: 1 წმ

მეხსიერების ლიმიტი: 64 მეგაბაიტი

შემავალი მონაცემები: stdin

გამომავალი მონაცემები: stdout

წყარო: USACO, 2002/03, OPEN, ORANGE


ფერმერი ჯონის N (2 <= N <= 8,000) ძროხას გააჩნია უნიკალური ნომერი 1..N-მდე. დღეს ჯონმა ძროხები წაიყვანა მეზობლად მდებარე ლუდის ბარში, სადაც ბლომად ლუდი დალიეს. როდესაც ძროხები ვახშმისთვის რიგში ჩადგნენ, ისინი არ აღმოჩნდნენ თავიანთი ნომრების ზრდადობის მიხედვით დალაგებულნი (როგორც წესით იყო საჭირო). სამწუხაროდ, ჯონმა იმის ნაცვლად, რომ ჩაეწერა თითოეული ძროხის ნომერი, დაადგინა უცნაური სტატისტიკა: თითოეული ძროხისთვის მან იცის, თუ რამდენი ძროხა იმყოფება მის წინ, ისეთი, რომლის ნომერიც ამ ძროხის ნომერზე ნაკლებია.

ამ სტატისტიკის მიხედვით აღადგინეთ ძროხათა განლაგება.

 შეტანის ფორმატი:

 * სტრიქონი 1: ერთი მთელი რიცხვი N.

 * სტრიქონები 2..N: ეს N-1 სტრიქონი აღწერს ჯონის სტატისტიკას. პირველი ძროხის წინ, რა თქმა უნდა, არცერთი ძროხა არ იქნება, ამიტომ იგი შესატან ფაილში არ ფიგურირებს. სტრიქონი 2 გვიჩვენებს ძროხათა იმ რაოდენობას, რომლებიც დგანან #2 ადგილას მდგომი ძროხის წინ და მათი ნომერი #2-ზე მდგარი ძროხისაზე ნაკლებია. სტრიქონი 3 გვიჩვენებს #3-ისას და ა.შ.

გამოტანის ფორმატი:

 * სტრიქონები 1..N: i-ურ სტრიქონში წერია იმ ძროხის ნომერი, რომელიც #i ადგილზე დგას. სტრიქონი 1 გვიჩვენებს #1 ადგილზე რა ნომრის ძროხა დგას, სტრიქონი 2 - #2-ზე და ა.შ.

 

 

 




მაგალითები

შესატანი მონაცემები
5 1 2 1 0 დაკოპირება
გამოსატანი მონაცემები
2 4 5 3 1 დაკოპირება

შენიშვნა

შენიშვნა:

 რიგში დგას ხუთი ძროხა.

#2 ადგილას მდგომი ძროხის წინ დგას ერთი ძროხა, რომელსაც აქვს მასზე ნაკლები ნომერი.

#3 ადგილას მდგომი ძროხის წინ დგას ორი ძროხა, რომელთაც აქვთ მასზე ნაკლები ნომრები.

#4 ადგილას მდგომი ძროხის წინ დგას ერთი ძროხა, რომელსაც აქვს მასზე ნაკლები ნომერი.

#5 ადგილას მდგომი ძროხის წინ არცერთი ძროხა არ დგას ისეთი, რომელსაც აქვს მასზე ნაკლები ნომერი.