ციფრების წარმოთქმა

დროის ლიმიტი: 1 წმ

მეხსიერების ლიმიტი: 64 მეგაბაიტი

შემავალი მონაცემები: stdin

გამომავალი მონაცემები: stdout

წყარო: USACO, 2001-02, MARCH, ORANGE დივიზიონი


ბესი ჯერ კიდევ პატარაა და სასაცილოდ წარმოთქვამს ციფრების დასახელებებს. ის ასე წარმოთქვამს სიტყვებს:

 0-no, 1-pa, 2-re, 3-ci,  4-vo, 5-mu, 6-xa, 7-ze, 8-bi, 9-so.

დიდი რიცხვები მიიღება ციფრების სახელების შეწებებით. მაგალითად 123 დაიწერება როგორც 'pareci'. დაეხმარეთ ბესის არითმეტიკის სწავლაში. დაწერეთ პროგრამა, რომელიც წაიკითხავს ექვს არაუმეტეს 15 ციფრის მქონე რიცხვს და შეკრიბავს მათ. გამომავალი ფაილი უნდა იყოს ბესის ენაზე.

შემავალი ფაილის ფორმატი: ექვსი სტრიქონი, თითოეული არაუმეტეს 15 ციფრის მქონე ბესის ციფრებით.

გამომავალი ფაილის ფორმატი: ერთი სტრიქონი ბესის რიცხვით, რომელიც არის შემოსული ექვსი რიცხვის ჯამი. გამომავალი ფაილი არ უნდა შეიცავდეს ჰარებს.

 

 

 




მაგალითები

შესატანი მონაცემები
pa papa civo xaze biso no დაკოპირება
გამოსატანი მონაცემები
renore დაკოპირება