რხევადი რიცხვები

დროის ლიმიტი: 1 წმ

მეხსიერების ლიმიტი: 128 მეგაბაიტი

შემავალი მონაცემები: stdin

გამომავალი მონაცემები: stdout

წყარო: USACO, 2001/02, OPEN, ORANGE დივიზიონი


მთელი დადებითი რიცხვები 3748, 67, 869, 32435465768 არიან რხევადი რიცხვები, ვინაიდან თითოეული მათგანის ჩანაწერში მიმდევრობით აღებული ციფრები ზემოთ-ქვემოთ ადი-ჩამოდიან. მაგალითად:

3 < 7 > 4 < 8 და 3 > 2 < 4 > 3 < 5 > 4 < 6 > 5 < 7 > 6 < 8.

ერთნიშნა რიცხვი არის რხევადი რიცხვი 1-ის ტოლი სიგრძით.

დაწერეთ პროგრამა, რომელიც განსაზღვრავს, თუ მოცემული რიცხვის ჩანაწერში რამდენი წინა ციფრი ქმნის რხევად რიცხვს. ზოგიერთ შემთხვევაში, ბუნებრივია, რომ მიღებული პასუხი თვითონ მოცემული რიცხვის სიგრძეს დაემთხვევა.

შემავალი ფაილის ფორმატი: ერთი სტრიქონი არაუმეტეს 75 ციფრიანი ერთი მთელი რიცხვით.

გამომავალი ფაილის ფორმატი: ერთი მთელი რიცხვი, რომელიც წარმოადგენს მოცემულ რიცხვში იმ წინა ციფრების რაოდენობას, რომლებიც ქმნიან რხევად რიცხვს.

 




მაგალითები

შესატანი მონაცემები
3748 დაკოპირება
გამოსატანი მონაცემები
4 დაკოპირება