დროის ლიმიტი: 1 წმ
მეხსიერების ლიმიტი: 512 მეგაბაიტი
შემავალი მონაცემები: cin
გამომავალი მონაცემები: cout
ძროხები ხსნიან NxN (3<=N<=100) ზომის კროსვორდს, მაგრამ წინასწარ აინტერესებთ რამდენად რთულია ეს კროსვორდი. დაეხმარეთ მათ ამის გარკვევაში.
კროსვორდი არის ასეთი ტიპის:
----#
--##-
-----
-##--
#----
სადაც ‘-‘ სიმბოლო წარმოადგენს შესავსებ ანუ ცარიელ უჯრედებს, ხოლო ‘#’ სიმბოლო – შეუვსებად ანუ შავ უჯრედებს. კროსვორდში ჩასაწერი ნებისმიერი სიტყვა ორი სიმბოლოსაგან მაინც უნდა შედგებოდეს. მოცემულ მაგალითში არის 4 შვეული და 5 თარაზული სიტყვა. თქვენი ამოცანაა გაარკვიოთ რამდენი სიტყვაა კროსვორდში შვეულად და თარაზულად.
შემავალი მონაცემების ფორმატი:
1 სტრიქონი: ერთადერთი მთელი რიცხვი N ;
2..N+1 სტრიქონები: N ცალი სიმბოლო (‘-‘ ან ‘#’ )
გამომავალი მონაცემების ფორმატი:
ჰარით გაყოფილი ორი მთელი რიცხვი: თარაზული სიტყვების რაოდენობა; შვეული სიტყვების რაოდენობა.
შესატანი მონაცემები
5 ----# --##- ----- -##-- #---- დაკოპირება
გამოსატანი მონაცემები
5 4 დაკოპირება