რბოლები

დროის ლიმიტი: 1 წმ

მეხსიერების ლიმიტი: 128 მეგაბაიტი

შემავალი მონაცემები: stdin

გამომავალი მონაცემები: stdout

წყარო: COCI, 2012/13, #1


ფორმულა7-ის შეჯობრებებში მონაწილეობს N მრბოლელი. შეჯიბრი შედგება რამდენიმე ეტაპისაგან და გამარჯვებული ვლინდება ყველა ეტაპზე დაგროვებული ქულების ჯამით. ყოველ ეტაპზე ყველა მონაწილეს განსხვავებული შედეგი აქვს და გამარჯვებულს ენიჭება N ქულა, მეორე ადგილზე გასულს - N-1 და ა.შ. ბოლო ადგილზე გასულს - 1 ქულა. მოცემულია ყველა მრბოლელის შედეგი ბოლო ეტაპის წინ. გამოთვალეთ რამდენ მონაწილეს აქვს ჩემპიონობის შანსი. თუ ბოლო ეტაპის შემდეგ რამდენიმე მონაწილე მოაგროვებს ყველაზე მეტ და თანაბარ ქულებს, ყყველა ასეთი მონაწილე ცხადდება ჩემპიონად. 

შესატანი მონაცემები: პირველ სტრიქონში ერთი მთელი რიცხვი N (3 ≤ N ≤ 300 000) - შეჯიბრში მონაწილეთა რაოდენობა. მომდევნო N სტრიქონიდან თითოეულში - თითო მთელი რიცხვი Bi (0 ≤ Bi ≤ 2 000 000, i = 1, ..., N), შესაბამისი მონაწილის დაგროვებული ქულების ჯამი ბოლო რბოლის წინ.

გამოსატანი მონაცემები: იმ მონაწილეთა რაოდენობა, რომლებსაც ჩემპიონობის შანსი აქვთ.




მაგალითები

შესატანი მონაცემები
3 8 10 9 დაკოპირება
გამოსატანი მონაცემები
3 დაკოპირება
შესატანი მონაცემები
5 15 14 15 12 14 დაკოპირება
გამოსატანი მონაცემები
4 დაკოპირება