შაქრის პაკეტები

დროის ლიმიტი: 1 წმ

მეხსიერების ლიმიტი: 64 მეგაბაიტი

შემავალი მონაცემები: stdin

გამომავალი მონაცემები: stdout

წყარო: COCI, 2010/11, #7


მირკომ უნდა გააგზავნოს შაქრის პაკეტები ერთ-ერთ სუპერმარკეტში, რომელმაც მოითხოვა ზუსტად N კილოგრამი შაქარი. მირკოს აქვს მხოლოდ 3-კილოგრამიანი და 5-კილოგრამიანი პაკეტები და სურს, რომ მინიმალური რაოდენობის პაკეტი გაგზავნოს მომხმარებელთან.დაწერეთ პროგრამა, რომელიც გამოთვლის შესაბამის რაოდენობას.

შესატანი მონაცემები: ერთი მთელი რიცხვი N (3 ≤ N ≤ 5000).

გამოსატანი მონაცემები: ერთი მთელი რიცხვი - შაქრის პაკეტების მინიმალური რაოდენობა, რომელთა ჯამური წონა ზუსტად N-ის ტოლია. თუ N-ის მიღება შეუძლებელია, გამოიტანეთ -1.




მაგალითები

შესატანი მონაცემები
4 დაკოპირება
გამოსატანი მონაცემები
-1 დაკოპირება
შესატანი მონაცემები
9 დაკოპირება
გამოსატანი მონაცემები
3 დაკოპირება
შესატანი მონაცემები
18 დაკოპირება
გამოსატანი მონაცემები
4 დაკოპირება