ხარები და ძროხები

დროის ლიმიტი: 1 წმ

მეხსიერების ლიმიტი: 128 მეგაბაიტი

შემავალი მონაცემები: stdin

გამომავალი მონაცემები: stdout

წყარო: USACO, 2008/09, FEB, SILVER


   ფერმერ ჯონს სურს დაალაგოს საკუთარი N (1 <= N <= 100,000) ძროხა და ხარი ერთ მწკრივად, მაგრამ მან შეამჩნია, 
რომ თუ რომელიმე ორ ხარს შორის დგას K (0 <= K < N) ძროხაზე ნაკლები, ხარები იწყებენ ნერვიულობას და შესაძლოა
კონფლიქტი მოხდეს. ფერმერ ჯონს აინტერესებს რამდენი განსხვავებული ვარიანტი არსებობს, რომ N ცალი ძროხა და ხარი
ერთ მწკრივში მშვიდობიანად განლაგდნენ (ვარიანტები ერთმანეთისაგან ძროხებისა და ხარების პოზიციებით უნდა განსხვავდებოდნენ).
შესატანი მონაცემები: * სტრიქონი 1: ორი მთელი რიცხვი - N და K. გამოსატანი მონაცემები: * სტრქონი 1: ერთი მთელი რიცხვი - ვარიანტების რაოდენობა ზემოთ აღწერილი წესით.
რიცხვი გამოიტანეთ 5,000,011-ის ნაშთით.



მაგალითები

შესატანი მონაცემები
4 2 დაკოპირება
გამოსატანი მონაცემები
6 დაკოპირება

შენიშვნა

შეტანის განმარტება: ფერმერმა ჯონმა უნდა შეადინოს 4 სიგრძის მწკრივი, ხოლო ნებისმიერ ორ ხარს შორის
უნდა იდგეს არანაკლებ 2 ძროხა.
გამოტანის განმარტება: სულ შესაძლებელია 6 ვარიანტი (С - ძროხაა, B - ხარი): CCCC BCCC CBCC CCBC CCCB BCCB