დანა-ჩანგალი

დროის ლიმიტი: 1 წმ

მეხსიერების ლიმიტი: 64 მეგაბაიტი

შემავალი მონაცემები: stdin

გამომავალი მონაცემები: stdout


ერთ მწკრივად განლაგებულ თეფშებზე წყვილ-წყვილად დაალაგეს დანები და ჩანგლები. ზოგ თეფშზე დადეს 2 დანა, ზოგზე - ორი ჩანგალი, ხოლო ზოგზე - 1 დანა და 1 ჩანგალი. თეფში ითვლება სწორად დაკომპლექტებულად, თუ მასზე დანაც დევს და ჩანგალიც. თქვენი მიზანია დაადგინოთ რამდენი თეფშია სწორად დაკომპლექტებული.

შემავალი მონაცემები: პირველი სტრიქონი შეიცავს ერთ რიცხვს (1 <= n <= 10000) - თეფშების რაოდენობას. შემდეგი სტრიქონი შეიცავს 2*n ციფრს. ციფრი 0 აღნიშნავს დანას, ციფრი 1 აღნიშნავს ჩანგალს.

გამომავალი მონაცემები: გამოიტანეთ ერთი რიცხვი, სწორად დაკომპლექტებული რაოდენობა. 

 




მაგალითები

შესატანი მონაცემები
4 0 1 1 1 1 0 0 0 დაკოპირება
გამოსატანი მონაცემები
2 დაკოპირება

შენიშვნა

მაგალითის განმარტება: სწორად დაკომპლექტებულია პირველი და მესამე თეფშები.