თამაში ნამრავლებით

დროის ლიმიტი: 1 წმ

მეხსიერების ლიმიტი: 64 მეგაბაიტი

შემავალი მონაცემები: stdin

გამომავალი მონაცემები: stdout


მოცემულია მთელი რიცხვი N, რომლის დიაპაზონია ათიდან ორ მილიარდამდე. გავყოთ ეს რიცხვი შუაზე ისე, რომ ორივეში დარჩეს თანაბარი რაოდენობის ციფრები ან მარცხენა ნაწილში მარჯვენაზე ერთით ნაკლები, თუ რიცხვში კენტი რაოდენობის ციფრია. გადავამრავლოთ ეს ნაწილები ერთმანეთზე და მიღებული შედეგისთვის იგივე გავიმეოროთ. ასე გავაგრძელოთ მანამ, ვიდრე ერთნიშნა რიცხვს არ მივიღებთ. მაგალითად, ავიღოთ რიცხვი 7593704. რიცხვში კენტი რაოდენობის ციფრია, ამიტომ ორად გაყოფისას მივიღებთ რიცხვებს 759 და 3704. მათი ნამრავლი: 759*3704=2811336. მეორე სვლაზე: 281*1336=375416. მესამე სვლაზე: 375*416=156000. მეოთხე სვლაზე 156*0=0 და პროცესი შეწყდება.

დაწერეთ პროგრამა, რომელიც მოცემული რიცხვისათვის გამოითვლის, თუ რამდენ სვლაში ერთნიშნა რიცხვს აღნიშნული წესით.

შესატანი მონაცემები: ერთი მთელი დადებითი რიცხვი N.

გამოსატანი მონაცემები: ერთი მთელი რიცხვი - სვლების რაოდენობა.




მაგალითები

შესატანი მონაცემები
3060 დაკოპირება
გამოსატანი მონაცემები
1800 0 2 დაკოპირება