ქვიშის ციხე-სიმაგრე

დროის ლიმიტი: 1 წმ

მეხსიერების ლიმიტი: 256 მეგაბაიტი

შემავალი მონაცემები: stdin

გამომავალი მონაცემები: stdout

წყარო: USACO, 2008/09, MAR, SILVER


ფერმერ ჯონს აშენებული აქვს ქვიშის ციხესიმაგრე. ყველა კარგი ციხის მსგავსად, ამ 
ციხესაც შემოყოლებული აქვს სარტყელი: სათოფურების და სვეტების თანამიმდევრობა.  
N (1 <= N<= 25,000)სვეტი გადანომრილია მიმდევრობით 1-დან N-მდე. i-ური 
სვეტის სიმაღლე არის M_i (1 <= M_i <= 100,000). ჯონს სურს შეცვალოს 
ციხის დიზაინი: მას აქვს რიცხვების სია B_1 დან B_N-მდე (1 <= B_i <= 100,000)
და უნდა შეცვალოს სვეტების სიმაღლეები
მნიშვნელობებამდე B_1, ..., B_N რაღაც წესით
(არაა აუცილებელი რამე
წინასწარ განსაზღვრული თანამიმდევრობით)
 
მან დაიქირავა რამდენიმე ოსტატი, რათა აამაღლოს ან დაადაბლოს სვეტები. ოსტატები, 
რა თქმა უნდა, ითხოვენ თანხას:  X (1 <= X <= 100) დოლარს ყოველ ერთეულ ამაღლებაზე
და Y (1 <= Y <= 100) დოლარს ყოველ ერთეულ დადაბლებაზე.
 
ჯონს სურს, რომ იცოდეს უმცირესი თანხა, რომელიც საჭიროა მისი ციხის გადაკეთებისათვის.
გარანტირებულია, რომ პასუხი ჩაეტევა 32-ბიტიან მთელში.
 
 
შეტანის ფორმატი:
* სტრიქონი 1: სამი, ჰარით გაყოფილი მთელი: N, X და Y
* სტრიქონები 2..N+1: სტრიქონი i+1 შეიცავს ორ, ჰარით გაყოფილ მთელს - M_i და B_i.
 
გამოტანის ფორმატი:
* სტრიქონი 1: ერთი მთელი რიცხვი- გადაკეთებისათვის საჭირო მინიმალური ფასი.
 
 
 
 



მაგალითები

შესატანი მონაცემები
3 6 5 3 1 1 2 1 2 დაკოპირება
გამოსატანი მონაცემები
11 დაკოპირება

შენიშვნა

შეტანის დეტალები:
ჯონის ციხის სვეტების სიმაღლეები თავდაპირველად არის 3, 1, 1. ხოლო უნდა გახდეს 1, 2, 2, 
ნებისმიერი მიმდევრობით. ერთეულით ამაღლების ღირებულება არის 6, ხოლო ერთეულით 
დადაბლების ღირებულება 5. 

გამოტანის დეტალები
:
ჯონმა დაადაბლა პირველი სვეტი 1-ით, რაც დაუჯდა 5 და მიიღო სიმაღლეები 2, 1, 1. 
შემდეგ ის აამაღლებს შემდეგ სვეტს ერთით, რაც უჯდება 6. შედეგად ის იღებს 2, 2,1.