დროის ლიმიტი: 1 წმ
მეხსიერების ლიმიტი: 256 მეგაბაიტი
შემავალი მონაცემები: stdin
გამომავალი მონაცემები: stdout
წყარო: USACO, 2008/09, MAR, SILVER
ფერმერ ჯონს ჰყავს N (1 <= N <= 100,000) ძროხა, მიმდევრობით გადანომრილი 1-დან N-მდე, რომლებიც დგანან ერთ მწკრივად. i-ური ძროხა სიმაღლე არის H_i (1 <=H_i <= 1,000,000). ყოველი ძროხა იყურება თავის მარცხნივ, თავისზე უფრო მაღალი ინდექსის მქონე ძროხისაკენ. ჩვენ ვამბობთ რომ ძროხა i იყურება ძროხა j-სკენ, თუ i < j და H_i <H_j. ყოველი i-ური ძროხისათვის, ჯონს სურს იცოდეს იმ პირველი ძროხის რიგითი ნომერი, რომლისკენაც იყურება ძროხა i. შეტანის ფორმატი: * სტრიქონი 1: ერთი მთელი დადებითი რიცხვი N. * სტრიქონები 2..N+1: ხაზი i+1 შეიცავს ერთ მთელ დადებით რიცხვს H_i. გამოტანის ფორმატი: * სტრიქონები 1..N: სტრიქონი i შეიცავს ერთ მთელს, რომელიც წარმოადგენს უმცირეს ინდექსს ყველა იმ შესაძლო ვარიანტიდან, რომლისკენაც შეიძლება იყურებოდეს ძროხა i. თუ ასეთი ძროხა არ არსებობს, გამოიტანეთ 0.
შესატანი მონაცემები
6 3 2 6 1 1 2 დაკოპირება
გამოსატანი მონაცემები
3 3 0 6 6 0 დაკოპირება
შეტანის დეტალები: ჯონს ყავს 6 ძროხა, რომელთა სიმაღლეებია: 3, 2, 6, 1, 1 და 2. გამოტანის დეტალები: ძროხა 1 და 2 ორივე უყურებს ძროხას 3; ძროხა 4 და 5 ორივე უყურებს ძროხას 6; ძროხა 3 და 6 კი არცერთ სხვა ძროხას არ უყურებენ.