დროის ლიმიტი: 1 წმ
მეხსიერების ლიმიტი: 128 მეგაბაიტი
შემავალი მონაცემები: stdin
გამომავალი მონაცემები: stdout
მოცემულია სამი მასივი. სამივე შედგება მთელი დადებითი რიცხვებისაგან 1-დან მილიარდამდე. დაწერეთ პროგრამა, რომელიც დაადგენს, თუ რამდენი რიცხვია ისეთი, რომელიც სამივე მასივში გვხვდება.
შესატანი მონაცემები: პირველ სტრიქონში სამი მთელი რიცხვი: N, M და K (0<N,M,K<=105) - ელემენტების რაოდენობა შესაბამის მასივებში. მომდევნო სამი სტრიქონიდან თითოეულში - შესაბამისი მასივის ელემენტები.
გამოსატანი მონაცემები: ერთი მთელი რიცხვი - ისეთი რიცხვების რაოდენობა, რომელიც სამივე მასივში გვხვდება. რომელიმე მასივში რამდენიმე ერთნაირი რიცხვი ითვლება ერთ შემთხვევად.
შესატანი მონაცემები
5 7 3 54 73 85 12 19 37 9 56 73 45 19 22 19 705 73 დაკოპირება
გამოსატანი მონაცემები
2 დაკოპირება
სამივე მასივში გვხვდება ორი რიცხვი: 19 და 73.