ნაღმები

დროის ლიმიტი: 1 წმ

მეხსიერების ლიმიტი: 128 მეგაბაიტი

შემავალი მონაცემები: stdin

გამომავალი მონაცემები: stdout

წყარო: CodeFest 2021


ვახოს უყვარს სტრინგებით თამაში, მაგრამ ამჯერად ზედმეტი მოუვიდა და სტრინგებში ნაღმების ჩადება გადაწყვიტა. ნაღმი არის სიმბოლოების მიმდევრობა, რომელიც თუკი შეგვხვდება სტრინგში, მომენტალურად ამოიშლება.

ვახომ შეადგინა სტრინგი, რომელიც შესაძლოა შეიცავდეს ნაღმებს. თუკი სტრინგი შეიცავს ნაღმს, ის ამოიშლება სტრინგიდან მომენტალურად და დარჩენილი ორი ნაწილი შეერთებით წარმოქმნის ახალ სტრინგს. შესაძლებელია, რომ დარჩენილ სტრინგში ახალი ნაღმი წარმოიქმნას. ეს პროცესი გრძელდება იქამდე, სანამ სტრინგში ნაღმი საერთოდ არ გვექნება ან სტრინგი ცარიელი არ გახდება.

ვახოს აინტერესებს, ამ პროცესის დასრულების შემდეგ დარჩება თუ არა რაიმე სტრინგში. თუ სტრინგი მთლიანად წაიშლება, დაბეჭდეთ სპეციალური სტრინგი EMPTY, თუ არადა დაბეჭდეთ დარჩენილი სტრინგი.

შემომავალი მონაცემები: პირველ ხაზზე შემოდის ვახოს შედგენილი სტრინგი S (1 ≤ |S| ≤ 1 000 000). |S| აღნიშნავს სტრინგის სიგრძეს! მეორე ხაზზე შემოდის ნაღმის შესაბამისი სტრინგი N (1 ≤ |N| ≤ 36). ორივე სტრინგი (ვახოს შედგენილი და ნაღმი) შედგება დიდი და პატარა ლათინური ასოებით და ციფრებით 0, 1, ... 9.

გამომავალი მონაცემები: ერთადერთ გამომავალ ხაზზე უნდა გამოიტანოთ დარჩენილი სტრინგი, თუკი ის ბოლომდე არ წაშლილა, თუ არადა სპეციალური სტრინგი EMPTY.




მაგალითები

შესატანი მონაცემები
vaxtangiC4exCC44 C4 დაკოპირება
გამოსატანი მონაცემები
vaxtangiex დაკოპირება
შესატანი მონაცემები
12ab112ab2ab 12ab დაკოპირება
გამოსატანი მონაცემები
EMPTY დაკოპირება