ორი მართკუთხედის გაერთიანება

დროის ლიმიტი: 1 წმ

მეხსიერების ლიმიტი: 64 მეგაბაიტი

შემავალი მონაცემები: stdin

გამომავალი მონაცემები: stdout



მოცემულია ორი მართკუთხედი, რომელთაც ერთ-ერთი გვერდი ტოლი სიგრძის აქვს, ხოლო მეორე - განსხვავებული სიგრძის. ეს მართკუთხედები ტოლი გვერდით მიადგეს ერთმანეთს და მიიღეს ახალი მართკუთხედი. დაწერეთ პროგრამა, რომელიც გამოიტანს ახალი მართკუთხედის ზომებს.

შესატანი მონაცემები: პირველ სტრიქონში ორი რიცხვი, რომელიც აღნიშნავს პირველი მართკუთხედის გვერდებს. მეორე სტრიქონში ასევე ორი რიცხვი, რომელიც აღნიშნავს მეორე მართკუთხედის გვერდებს. არცერთი რიცხვი არ აღემატება 1000-ს.

გამოსატანი მონაცემები: ერთადერთ სტრიქონში ორი მთელი რიცხვი - ახალი მართკუთხედის გვერდების სიგრძეები ზრდადობით დალაგებული.




მაგალითები

შესატანი მონაცემები
7 5 5 4 დაკოპირება
გამოსატანი მონაცემები
5 11 დაკოპირება