სამი კამათელი

დროის ლიმიტი: 1 წმ

მეხსიერების ლიმიტი: 64 მეგაბაიტი

შემავალი მონაცემები: stdin

გამომავალი მონაცემები: stdout


ცნობილია, რომ სათამაშო კამათლის მოპირდაპირე გვერდებზე არსებული ქულების ჯამი 7-ის ტოლია (1-ის საპირისპირო მხარეს გვხდება 6, 2-ის მოპირდაპირედ - 5, ხოლო 3-ის მოპირდაპირედ - 4). მოცემულია სამი კამათლის გაგორების შემდეგ მათ ზედა მხარეს არსებული ქულები. დაწერეთ პროგრამა, რომელიც გამოითვლის ქვედა მხარეს არსებული ქულების ჯამს.

შესატანი მონაცემები: სამი მთელი რიცხვი - კამათლების ზედა მხარეზე ნაჩვენები ქულები.

გამოსატანი მონაცემები - ერთი მთელი რიცხვი - კამათლების ქვედა მხარეზე არსებული ქულების ჯამი.




მაგალითები

შესატანი მონაცემები
3 5 6 დაკოპირება
გამოსატანი მონაცემები
7 დაკოპირება