კანფეტების ჭამა

დროის ლიმიტი: 1 წმ

მეხსიერების ლიმიტი: 64 მეგაბაიტი

შემავალი მონაცემები: stdin

გამომავალი მონაცემები: stdout


ზეზვა და მზია თამაშობენ ასეთ თამაშს: ისინი რიგრიგობით ჭამენ კანფეტებს და ვისაც უფრო ადრე გამოელევა კანფეტები, ის მარცხდება. თავდაპირველად ზეზვას აქვს N ცალი კანფეტი, ხოლო მზიას - M ცალი. ვინ დაიწყებს, განისაზღვრება კენჭისყრით.

შესატანი მონაცემები: სამი მთელი რიცხვი: პირველი რიცხვი ყოველთვის არის 1 ან 2 და აღნიშნავს, თუ ვინ იწყებს თამაშს. 1-ზე თამაშს იწყებს ზეზვა, ხოლო 2-ზე თამაშს იწყებს მზია. მეორე რიცხვი აღნიშნავს ზეზვას კანფეტების რაოდენობას, ხოლო მესამე - მზიას კანფეტების რაოდენობას. არცერთი რიცხვი არ აღემატება 100-ს.

გამოსატანი მონაცემები: ერთი სიტყვა, რომელიც აღნიშნავს თამაშში გამარჯვებულს - "ZEZVA" ან "MZIA".




მაგალითები

შესატანი მონაცემები
1 5 5 დაკოპირება
გამოსატანი მონაცემები
MZIA დაკოპირება
შესატანი მონაცემები
2 5 5 დაკოპირება
გამოსატანი მონაცემები
ZEZVA დაკოპირება