დროის ლიმიტი: 1 წმ
მეხსიერების ლიმიტი: 64 მეგაბაიტი
შემავალი მონაცემები: stdin
გამომავალი მონაცემები: stdout
ტროპიკული წვიმების დროს ბამბუკი ყოველდღიურად იმატებს სიმაღლეში წინა დღის სიმაღლის მესამედით (გაყოფისას ნაშთი მხედველობაში არ მიიღება). დაწერეთ პროგრამა, რომელიც გამოითვლის რა სიმაღლის იქნება ბამბუკი 4 დღის შემდეგ.
შესატანი მონაცემები: ერთი მთელი რიცხვი N (3<= N <= 30) - ბამბუკის საწყისი სიმაღლე.
გამოსატანი მონაცემები: ერთი მთელი რიცხვი - ბამბუკის სიმაღლე 4 დღის შემდეგ.
შესატანი მონაცემები
6 დაკოპირება
გამოსატანი მონაცემები
17 დაკოპირება
მაგალითის განმარტება: პირველ დღეს ბამბუკი მოიმატებს 6/3=2 მეტრით და გახდება 8 მეტრი. მეორე დღეს ბამბუკი მოიმატებს 8/3=2 მეტრით და გახდება 10 მეტრი. მესამე დღეს ბამბუკი მოიმატებს 10/3=3 მეტრით და გახდება 13 მეტრი. მეოთხე დღეს ბამბუკი მოიმატებს 13/3=4 მეტრით და გახდება 17 მეტრი.