დროის ლიმიტი: 1 წმ
მეხსიერების ლიმიტი: 64 მეგაბაიტი
შემავალი მონაცემები: stdin
გამომავალი მონაცემები: stdout
მოცემულია სტეკი, რომელზე ტარდება N (2<N<100000) ოპერაცია. ოპერაციები სამი ტიპისაა:
PUSH x - ხორციელდება x რიცხვის ჩასმა სტეკში. x ხდება სტეკის სათავე.
POP - ხორციელდება სტეკის სათავის წაშლა და მისი მომდევნო ელემენტი გახდება ახალი სათავე, თუ სტეკი არ დაცარიელდა.
MIN - პროგრამამ უნდა გამოიტანოს მინიმალური რიცხვის მნიშვნელობა სტეკში დარჩენილი ელემენტებიდან.
შესატანი მონაცემები: პირველ სტრიქონში ერთი მთელი რიცხვი N. მომდევნო N სტრიქონიდან თითოეულში ერთ-ერთი ოპერაცია.
გამოსატანი მონაცემები: თითოეული MIN ოპერაციისათვის ცალკე სტრიქონში უნდა გამოვიტანოთ შესაბამისი პასუხი. თუ ამ ოპერაციის შესრულებისას სტეკი ცარიელია, პროგრამამ გამოიტანოს სიტყვა EMPTY.
შესატანი მონაცემები
11 PUSH 5 PUSH 7 PUSH 3 PUSH 8 PUSH 10 MIN POP POP MIN POP MIN დაკოპირება
გამოსატანი მონაცემები
3 3 5 დაკოპირება