შემთხვევითი რიცხვების შემოწმება

დროის ლიმიტი: 1 წმ

მეხსიერების ლიმიტი: 64 მეგაბაიტი

შემავალი მონაცემები: stdin

გამომავალი მონაცემები: stdout


     პროგრამირების გაკვეთილზე შემთხვევითი რიცხვების გენერაცია ახსნეს. თეონას აინტერესებს, რამდენად ხშირად მეორდებიან შემთხვევითი რიცხვები, მაგრამ არ იცის როგორ შეამოწმოს განმეორებები რიცხვთა დიდ სიმრავლეში. დაეხმარეთ მას და დაწერეთ პროგრამა, რომელიც მოცემულ მიმდევრობაში ყოველი რიცხვისათვის გამოიტანს სიტყვა "RAND"-ს, თუ ის პირველად გვხვდება მიმდევრობაში და სიტყვა "DUB"-ს, წინააღმდეგ შემთხვევაში.

     შესატანი მონაცემები: პირველ სტრიქონში რიცხვი N (3<N<=50000) - რიცხვების რაოდენობა მიმდევრობაში. მეორე სტრიქონში - N ცალი მთელი რიცხვი 0-დან 1012-მდე.

    გამოსატანი მონაცემები: თითოეული რიცხვისათვის ცალკე სტრიქონში - შესაბამისი სიტყვა.




მაგალითები

შესატანი მონაცემები
5 5690 87 87 78 5690 დაკოპირება
გამოსატანი მონაცემები
RAND RAND DUB RAND DUB დაკოპირება