კრიპტოარითმეტიკა

დროის ლიმიტი: 1 წმ

მეხსიერების ლიმიტი: 64 მეგაბაიტი

შემავალი მონაცემები: stdin

გამომავალი მონაცემები: stdout


მოცემულია ორი რიცხვის ჯამის კორექტული არითმეტიკული გამოსახულება, სადაც ციფრები შეცვლილია მთავრული ლათინური სიმბოლოებით. დაწერეთ პროგრამა, რომელიც აღადგენს ციფრებს მოცემულ გამოსახულებაში.

შესატანი მონაცემები: სამ სტრიქონში სამი სტრინგი - პირველი შესაკრები, მეორე შესაკრები და ჯამი. ერთი და იმავე ციფრებს ერთი და იმავე სიმბოლოები შეესაბამება. სტრინგები შესაძლოა სხვადასხვა სიგრძის იყოს. მარჯვნიდან პირველი სიმბოლო სტრინგებში შეესაბამება ერთეულთა თანრიგს. არცერთი სტრინგის სიგრძე არ აღემატება 6 სიმბოლოს.

გამოსატანი მონაცემები: სამ სტრიქონში სამი მთელი დადებითი რიცხვი - პირველი შესაკრები, მეორე შესაკრები და ჯამი.




მაგალითები

შესატანი მონაცემები
LET LEE ALL დაკოპირება
გამოსატანი მონაცემები
156 155 311 დაკოპირება