ფაბრიკა

დროის ლიმიტი: 1 წმ

მეხსიერების ლიმიტი: 64 მეგაბაიტი

შემავალი მონაცემები: stdin

გამომავალი მონაცემები: stdout


ფაბრიკა უშვებს სხვადასხვა ტიპის პროდუქციას. გეძლევათ სია, სადაც ჩამოთვლილია გამოშვებული პროდუქციის დასახელება და რაოდენობა. თქვენ უნდა დათვალოთ თითოეული გამოშვებული პროდუქციის ჯამური რაოდენობა და გამოიტანოთ ქვემოთ აღწერილი თანმიმდევრობით.

შესატანი მონაცემები: პირველ სტრიქონში ერთი მთელი რიცხვი N (1<=N<=10000) - სიაში ჩანაწერების რაოდენობა. მომდევნო N სტრიქონიდან თითოეულში გამოშვებული პროდუქციის დასახელება და რაოდენობა. პროდუქციის სახელი ჩაწერილია დიდი ლათინური სიმბოლოებით და სიგრძე არ აღემატება 5-ს. რაოდენობის აღმნიშვნელი რიცხვი არ აღემატება 100 მილიონს.

გამოსატანი მონაცემები: თითოეული პროდუქციის დასახელება და ჯამური რაოდენობა გამოიტანეთ ცალკე სტრიქონში. პროდუქციის გამოტანის თანმიმდევრობა პირველ რიგში უნდა ითვალისწინებდეს პროდუქციის სახელის სიგრძეს, ხოლო თუ სიგრძე ერთნაირია, მაშინ უნდა დალაგდეს ლექსიკოგრაფიულად.

 




მაგალითები

შესატანი მონაცემები
5 A 20 B 20 A 20 AB 10 Z 10 დაკოპირება
გამოსატანი მონაცემები
A 40 B 20 Z 10 AB 10 დაკოპირება
შესატანი მონაცემები
5 AAA 20 ABA 20 AAA 20 AAB 20 AAA 20 დაკოპირება
გამოსატანი მონაცემები
AAA 60 AAB 20 ABA 20 დაკოპირება