უცნაური გამრავლება

დროის ლიმიტი: 1 წმ

მეხსიერების ლიმიტი: 64 მეგაბაიტი

შემავალი მონაცემები: stdin

გამომავალი მონაცემები: stdout


ბუბას მობეზრდა რიცხვთა წყვილების გადამრავლების ჩვეულებრივი მეთოდი და გადაწყვიტა
საკუთარი მეთოდი შემოიღოს. მისი მეთოდის მიხედვით, A*B გამოსახულება ტოლია
A და B რიცხვების შემადგენელი ციფრების წყვილთა ყველა შესაძლო კომბინაციის ნამრავლთა
ჯამისა. მაგალითად, გამოსახულება 123*45 ტოლი იქნება 1*4 + 1*5 + 2*4 + 2*5 + 3*4 + 3*5 = 54.
მოცემული ორი მთელი A და B (1 <= A, B <= 1,000,000,000) რიცხვისათვის განსაზღვრეთ რისი ტოლი იქნება A*B ბუბას მეთოდით. შემავალი მონაცემების ფორმატი: * სტრიქონი 1: ჰარით გაყოფილი ორი მთელი რიცხვი: A და B. გამომავალი მონაცემების ფორმატი: * სტრიქონი 1: ერთადერთ სტრიქონში გამოტანილ უნდა იქნას A*B ნამრავლი ბუბას მეთოდით.



მაგალითები

შესატანი მონაცემები
123 45 დაკოპირება
გამოსატანი მონაცემები
54 დაკოპირება