სიტყვის მოძებნა

დროის ლიმიტი: 1 წმ

მეხსიერების ლიმიტი: 64 მეგაბაიტი

შემავალი მონაცემები: stdin

გამომავალი მონაცემები: stdout


მოცემულია N ცალი სიტყვა. ყველა მათგანი კენტი რაოდენობის სიმბოლოსაგან შედგება. დაწერეთ პროგრამა, რომელიც იპოვის ისეთ სიტყვას, რომელიც ამ სიმრავლეში უკუღმა ჩაწერილიც გვხვდება (ასეთად შეიძლება ერთი სიტყვაც ჩაითვალოს, თუკი ის პალინდრომია და ორივე მიმართულებით ერთნაირად იკითხება). გამოტანეთ ამ სიტყვის სიგრძე და შუა სიმბოლო. მაგალითად, ასეთ სიტყვად შეიძლება გამოდგეს “tulipan”, თუკი სიმრავლეში გვხდება სიტყვა  “napilut”-იც, ან სიტყვა "kisik", რადგან ის ორივე მიმართულებით ერთნაირად იკითხება. 

შესატანი მონაცემები: პირველ სტრიქონში ერთი მთელი რიცხვი N (1 ≤ N ≤ 100) - სიტყვების რაოდენობა. მომდევნო N სტრიქონიდან თითოეულში - თითო სიტყვა, რომლის სიგრძე 2-ზე მეტი და 14-ზე ნაკლებია. სიტყვები შედგენილია მხოლოდ პატარა ლათინური სიმბოლოებისაგან.

გამოსატანი მონაცემები: ერთადერთ სტრიქონში საძიებო სიტყვის სიგრძე  და ცენტრალური სიმბოლო. გარანტირებულია, რომ ამოხსნა უნიკალურია.




მაგალითები

შესატანი მონაცემები
4 las god psala sal დაკოპირება
გამოსატანი მონაცემები
3 a დაკოპირება
შესატანი მონაცემები
4 kisik ptq tttrp tulipan დაკოპირება
გამოსატანი მონაცემები
5 s დაკოპირება

შენიშვნა

პირველ მაგალითში საძიებო სიტყვებია “las” და “sal”. მათი სიგრძეა 3 და ცენტრალური სიმბოლო - 'a'.

მეორე მაგალითში საძიებო სიტყვაა “kisik”, რომელიც პალინდრომია.