დროის ლიმიტი: 1 წმ
მეხსიერების ლიმიტი: 64 მეგაბაიტი
შემავალი მონაცემები: stdin
გამომავალი მონაცემები: stdout
წყარო: USACO, 2013/14, DEC, BRONZE
ჯონი ატარებს საესტრადო კონცერტს, სადაც მონაწილეობა მხოლოდ მომღერალთა ტრიოს შეუძლია. ჯონი იწერს სცენაზე გამოსულთა სახელებს. მაგალითად, 5 გამოსვლის შემდეგ მას აქვს ხუთსტრიქონიანი ჩანაწერი, სადაც თითოეული სტრიქონი წარმოადგენს მომღერალთა სახელებს:
BESSIE ELSIE MATILDA
FRAN BESSIE INGRID
BESSIE ELSIE MATILDA
MATILDA INGRID FRAN
ELSIE BESSIE MATILDA
როგორც ხედავთ, ერთი და იგივე ჯგუფი შეიძლება ამ პერიოდის განმავლობაში რამდენჯერმე გამოვიდეს სცენაზე. მაგალითად ჯგუფი BESSIE, ELSIE, და MATILDA ამ სიაში სამჯერ არიან (მიაქციეთ ყურადღება, რომ ჯონი ერთი და იგივე ჯგუფის მომღერალთა სახელებს ყოველთვის ერთი და იგივე მიმდევრობით არ წერს). დაეხმარეთ ჯონს იმის დათვლაში, თუ რამდენჯერ წერია ის ჯგუფი სიაში, რომელიც ყველაზე ბევრჯერ გამოვიდა სცენაზე.
შეტანის ფორმატი:
* სტრიქონი 1: გამოსვლათა რაოდენობა N, რომლის განმავლობაშიც იწერდა ჯონი მომღერალთა სახელებს (1 <= N <= 1000).
სტრიქონები 2..1+N: თითოეული სტრიქონი შეიცავს ჰარით გამოყოფილი სამი მომღერლის სახელს. თითოეული მომღერლის სახელი შეიცავს 1-დან 10-მდე სიმბოლოს და თითოეული სიმბოლო არის მხოლოდ ერთ-ერთი მთავრული ასო ლათინური ანბანიდან A-Z.
გამოტანის ფორმატი:
* სტრიქონი 1: რაოდენობა, რამდენჯერაც წერია ის ჯგუფი სიაში, რომელიც ყველაზე ბევრჯერ გამოვიდა სცენაზე.
შესატანი მონაცემები
5 BESSIE ELSIE MATILDA FRAN BESSIE INGRID BESSIE ELSIE MATILDA MATILDA INGRID FRAN ELSIE BESSIE MATILDA დაკოპირება
გამოსატანი მონაცემები
3 დაკოპირება
გამოტანის განმარტება: ჯგუფი {BESSIE, ELSIE, MATILDA} იყო სცენაზე სამჯერ.