დროის ლიმიტი: 1 წმ
მეხსიერების ლიმიტი: 64 მეგაბაიტი
შემავალი მონაცემები: stdin
გამომავალი მონაცემები: stdout
წყარო: USACO, 2000/01, FALL, ORANGE
დაწერეთ პროგრამა, რომელიც კითხულობს ორ დადებით მთელ რიცხვს შემავალი ფაილიდან და მათ მიერ განსაზღვრული დიაპაზონიდან ყველა მთელ რიცხვს თვით ამ რიცხვების ჩათვლით დაალაგებს ციფრთა რევერსიის (შებრუნების) მიხედვით. გამოტანისას თითო რიცხვი თითო სტრიქონში უნდა დაიბეჭდოს, ამასთან პირველად უნდა დაიბეჭდოს ყველაზე მცირე რიცხვი, ხოლო ბოლოს – ყველაზე დიდი. თუკი შებრუნების შემდეგ ორმა რიცხვმა მიიღო ერთნაირი მნიშვნელობა, ჯერ დაიბეჭდოს მათგან უმცირესი.
შესატანი მონაცემები: ერთადერთ სტრიქონში შემოდის ორი მთელი რიცხვი, რომლებიც წარმოადგენენ დასალაგებელი მიმდევრობის დასაწყისს და ბოლოს (1<პირველი რიცხვი<მეორე რიცხვი<999999999). დიაპაზონში იქნება არაუმეტეს 100 რიცხვისა.
გამოსატანი მონაცემები: ზემოთ აღწერილი წესებით დალაგებული მიმდევრობა.
შესატანი მონაცემები
22 39 დაკოპირება
გამოსატანი მონაცემები
30 31 22 32 23 33 24 34 25 35 26 36 27 37 28 38 29 39 დაკოპირება
განმარტება. ვთქვათ, Sorta-სორტირება მოსახდენია 19..21 დიაპაზონზე. {19,20,21} რიცხვების შებრუნებით მივიღებთ {91,2,12}, რომლებიც დალაგდებიან ასე {2,12,91}, ამიტომ გამოსატან ფაილში უნდა მივიღოთ {20,21,19}.