რიცხვითი ბანქო

დროის ლიმიტი: 1 წმ

მეხსიერების ლიმიტი: 64 მეგაბაიტი

შემავალი მონაცემები: stdin

გამომავალი მონაცემები: stdout


მოცემულია ბანქოს დასტა, რომლის თითოეულ კარტზე ერთი მხრიდან აწერია რაიმე რიცხვი 0-დან 10000-მდე დიაპაზონში. ორი მოთამაშე თამაშობს შემდეგი წესებით: თითოეული მაგიდაზე პირქვე ათავსებს N ცალ კარტს ერთ მწკრივად და შემდეგ რიგრიგობით ხსნიან მათ ნომრების ზრდის მიხედვით, ანუ ჯერ ორივე მათგანი გადმოაბრუნებს პირველ კარტს საკუთარი მწკრივიდან, შემდეგ მეორეს და ა.შ. ყოველი კარტის გადმობრუნებისას მოთამაშეები ადარებენ კარტებზე დაწერილ რიცხვებს და ვისი რიცხვიც მეტი იქნება, იმ მოთამაშეს ეწერება ორივე კარტზე დაწერილი რიცხვების ჯამი, ხოლო მეორე მოთამაშეს - 0 ქულა. თუ კარტის გადმობრუნებისას რიცხვები ტოლი იქნება, ორივე მოთამაშეს ეწერება ერთნაირი ქულა, რომელიც ამ კარტებზე დაწერილ რიცხვს უდრის. დაწერეთ პროგრამა, რომელიც დაადგენს თითოეული მოთამაშის მიერ დაგროვებულ ქულას ყველა კარტის გახსნის შემდეგ.

შესატანი მონაცემები: პირველ სტრიქონში ერთი მთელი რიცხვი N (1<=N<=10000). მომდევნო N სტრიქონიდან თითოეულში ორ-ორი მთელი დადებითი რიცხვი. პირველი რიცხვი აღნიშნავს პირველი მოთამაშის შესაბამის კარტზე აღნიშნულ რიცხვს, ხოლო მეორე რიცხვი - მეორე მოთამაშის შესაბამის კარტზე აღნიშნულ რიცხვს.

გამოსატანი მონაცემები: ორი მთელი რიცხვი - პირველი მოთამაშის მიერ ჯამურად დაგროვებული ქულები და მეორე მოთამაშის მიერ ჯამურად დაგროვებული ქულები.




მაგალითები

შესატანი მონაცემები
3 9 1 5 4 0 8 დაკოპირება
გამოსატანი მონაცემები
19 8 დაკოპირება
შესატანი მონაცემები
3 9 1 5 4 1 0 დაკოპირება
გამოსატანი მონაცემები
20 0 დაკოპირება
შესატანი მონაცემები
3 9 1 5 5 1 8 დაკოპირება
გამოსატანი მონაცემები
15 14 დაკოპირება

შენიშვნა

მესამე ტესტის განმარტება: პირველი კარტის გახსნისას პირველი მოთამაშის რიცხვი იყო 9, ხოლო მეორე მოთამაშის - 1, ამიტომ პირველ მოთამაშეს დაეწერა 9+1=10 ქულა, ხოლო მეორეს - 0. მეორე კარტებზე ერთნაირი რიცხვები იყო, ამიტომ თითოეულს დაეწერა 5-5 ქულა, ხოლო მესამე კარტის გახსნისას პირველს დაეწერა 0 ქულა, ხოლო მეორეს - 1+8=9 ქულა. ჯამში პირველმა მოთამაშემ მოაგროვა 10+5+0=15 ქულა, ხოლო მეორემ 0+5+9=14 ქულა.