ISBN

დროის ლიმიტი: 1 წმ

მეხსიერების ლიმიტი: 64 მეგაბაიტი

შემავალი მონაცემები: stdin

გამომავალი მონაცემები: stdout

წყარო: USACO, 2003/04, NOV, ORANGE


ფერმერი ჯონის ძროხები სიამოვნებით კითხულობენ წიგნებს და ჯონმა შეამჩნია, რომ ინტელექტუალური წიგნების კითხვა ხელს უწყობს 
წველადობის გაზრდას. ამიტომ, ჯონმა გადაწყვიტა, რომ ბოსლის ბიბლიოთეკა იაფფასიანი რომანების ნაცვლად გაამდიდროს ალგორითმებისა და
მათემატიკის სახელმძღვანელოებით. სამწუხაროდ, ახალი წიგნები გადაზიდვისას ტალახში ჩაცვივდა და მათი ISBN (International Standard Book Number)
ძნელად გარჩევადი გახდა.
 ISBN არის კოდი, რომელიც წარმოადგენს ათთანრიგიან რიცხვს, რომელიც ცალსახად შეესაბამება წიგნს. პირველი ცხრა ციფრი განსაზღვრავს წიგნს, 
ხოლო ბოლო, მეათე ციფრი განსაზღვრავს, არის თუ არა კორექტული ISBN. კორექტულობის შესამოწმებლად გამოითვლება შემდეგი ჯამი: პირველი ციფრი
მრავლდება 10-ზე, ემატება მეორე ციფრი გამრავლებული 9-ზე, ემატება მესამე ციფრი გამრავლებული 8-ზე ... და ბოლოს ემატება ბოლო ციფრი. იმ
შემთხვევაში, თუ მიღებული ჯამი უნაშთოდ იყოფა 11-ზე, ეს ნიშნავს, რომ კოდი კორექტულია. მაგალითად, 0201103311 არის კორექტული ISBN, ვინაიდან
10*0 + 9*2 + 8*0 + 7*1 + 6*1 + 5*0 + 4*3 + 3*3 + 2*1 + 1*1 = 55.
 პირველი ცხრა ციფრი არის ჩვეულებრივ დიაპაზონში 0-დან 9-მდე. ხანდახან აუცილებელია, რომ ბოლო ციფრი ათის ტოლი იყოს. ასეთ დროს მის
ნაცვლად იწერება X.  მაგალითად, 156881111X არის კორექტული ISBN.
 თქვენი ამოცანაა, მოცემულ ISBN-ში აღადგინოთ გამოტოვებული ციფრი, რომელიც აღნიშნულია '?' სიმბოლოთი.

 შეტანის ფორმატი:
 * სტრიქონი 1: ერთი სტრიქონი ერთი ათციფრიანი ISBN კოდით, რომელიც ერთ-ერთ პოზიციაში შეიცავს სიმბოლოს '?'.

 გამოტანის ფორმატი:
 * სტრიქონი 1: გამოტოვებული ციფრი (0..9 ან X). ან -1, თუ არ მოიძებნება შესაფერისი ციფრი '?' ნიშნის ნაცვლად, რომელიც კორექტულად აქცევს
მოცემულ ISBN-ს.
 



მაგალითები

შესატანი მონაცემები
15688?111X დაკოპირება
გამოსატანი მონაცემები
1 დაკოპირება