რიცხვი კენტი რაოდენობით

დროის ლიმიტი: 1 წმ

მეხსიერების ლიმიტი: 64 მეგაბაიტი

შემავალი მონაცემები: stdin

გამომავალი მონაცემები: stdout


მოცემული N მთელი დადებითი რიცხვისაგან შედგენილი მიმდევრობა, სადაც 2 < N < 1 000 000 და N კენტია. ყველა რიცხვი, გარდა ერთისა, მიმდევრობაში გვხვდება ლუწი რაოდენობით. დაწერეთ პროგრამა, რომელიც იპოვის კენტი რაოდენობის რიცხვს.

შესატანი მონაცემები: ერთადერთ სტრიქონში შემოდის ჯერ N-ის მნიშვნელობა, მერე კი N ცალი რიცხვი, რომელთა დიაპაზონია 1-დან 1013-მდე .

გამოსატანი მონაცემები: ერთადერთი რიცხვი, რომელიც მიმდევრობაში კენტი რაოდენობით გვხვდება.




მაგალითები

შესატანი მონაცემები
9 3 4 2 4 3 3 3 2 2 დაკოპირება
გამოსატანი მონაცემები
2 დაკოპირება