დროის ლიმიტი: 1 წმ
მეხსიერების ლიმიტი: 64 მეგაბაიტი
შემავალი მონაცემები: stdin
გამომავალი მონაცემები: stdout
წყარო: BULG, 2007-08, რეგიონული
ცნობილია, რომ ნებისმიერი მთელი რიცხვი შეიძლება წარმოვადგინოთ ორი მთელი რიცხვის ნამრავლად ერთი ან რამდენიმე გზით. მაგალითად, 5=5*1, 24=1*24=2*12=3*8=4*6, 25=1*25=5*5 და ა.შ. დაწერეთ პროგრამა, რომელიც მოცემული N (1<N<=1000000) რიცხვისათვის გამოიტანს იმ ორ მამრავლს, რომელთა შორის სხვაობაც მინიმალური იქნება.
შესატანი მონაცემები: ერთი მთელი რიცხვი N.
გამოსატანი მონაცემები: ორი მთელი რიცხვი, რომლებიც წარმოადგენენ N-ის მამრავლებს და რომელთა შორისაც სხვაობა მინიმალურია. მამრავლები დალაგებული უნდა იყვნენ არაკლებადობით.
შესატანი მონაცემები
5 დაკოპირება
გამოსატანი მონაცემები
1 5 დაკოპირება
შესატანი მონაცემები
49 დაკოპირება
გამოსატანი მონაცემები
7 7 დაკოპირება
შესატანი მონაცემები
42 დაკოპირება
გამოსატანი მონაცემები
6 7 დაკოპირება