საშობაო კანფეტები

დროის ლიმიტი: 1 წმ

მეხსიერების ლიმიტი: 512 მეგაბაიტი

შემავალი მონაცემები: stdin

გამომავალი მონაცემები: stdout


საშობაოდ ბავშვებს საჩუქრებთან ერთად ყველაზე მეტად ტკბილეულობა ახარებთ, ამიტომ ლაპლანდიაში ელფები საჩუქრებთან ერთად უამრავ კანფეტს ამზადებენ. 

ამჯერად სანტამ გადაწყვიტა ელფებთან  რიცხვებით ეთამაშა. იგი თითოეულ ელფს დავალებად აძლევს N ცალი კანფეტის დამზადებას და აინტერესებს 

შეძლებენ თუ არა ელფები გამოიყენონ k გაცვლა იმისთვის, რომ მოცემული რიცხვი N-იდან მიიღონ შესაძლო მინიმალური და მაქსიმალური მნიშვნელობა.

თითოეული გაცვლისას ელფებს შეუძლიათ ადგილი გაუცვალონ N რიცხვის ნებისმიერ ორ ციფრს.(მაგალითად 123 შეგიძლია ერთი გაცვლით გახადონ 321). 

მთავარია არ დაირღვეს პირობა, რომ ნებისმიერი გაცვლის შემდეგ N რიცხვი არ იწყებოდეს ნულით. 

ელფების ამოცანა არის დაადგინონ k გაცვლით რა მინიმალური და მაქსიმალური მნიშვნელობა შეუძლიათ მიიღონ N-ის ფორმირებით. 

გაცვლის გამოყენებისას ელფებს შეუძლიათ ციფრს საკუთარ თავთან გაუცვალონ ადგილი ანუ რიცხვი იგივე დატოვონ.

 

მონაცემთა შეზღუდვები:

* 1 <= n < 10000000

* 0 <= k <= 7

 

შესატანი მონაცემები:

ორი ჰარით გამოყოფილი მთელი: n და k.

n - კანფეტების რაოდენობა, რომელიც ელფებმა უნდა დაამზადონ. k - გაცვლების რაოდენობა.

 

გამოსატანი მონაცემები:

დაბეჭდეთ ჰარით გამოყოფილი მინიმალური და მაქსიმალური მნიშვნელობა, რომელიც შეგიძლიათ მიიღოთ ზემოთ ახსნილი წესების დაცვით.




მაგალითები

შესატანი მონაცემები
12 1 დაკოპირება
გამოსატანი მონაცემები
12 21 დაკოპირება
შესატანი მონაცემები
213 2 დაკოპირება
გამოსატანი მონაცემები
123 321 დაკოპირება
შესატანი მონაცემები
998244 1 დაკოპირება
გამოსატანი მონაცემები
298944 998442 დაკოპირება