დროის ლიმიტი: 1 წმ
მეხსიერების ლიმიტი: 64 მეგაბაიტი
შემავალი მონაცემები: stdin
გამომავალი მონაცემები: stdout
კალათბურთის მატჩი შედგება ოთხი პერიოდისაგან. გამარჯვებულად ითვლება ის გუნდი, რომელიც ოთხივე პერიოდის ჯამში მეტ ქულას მოაგროვებს. დაწერეთ პროგრამა, რომელიც ოთხი პერიოდის მონაცემების მიხედვით გამოავლენს მატჩის გამარჯვებულს.
შესატანი მონაცემები: ოთხ სტრიქონში თითო წყვილი რიცხვი, სადაც პირველი აღნიშნავს პირველი გუნდის მიერ მოგროვებულ ქულებს შესაბამის პერიოდში, ხოლო მეორე რიცხვი - მეორე გუნდის მიერ მოგროვებულ ქულებს შესაბამის პერიოდში. არცერთი რიცხვი არ აღემატება 100-ს.
გამოსატანი მონაცემები: პირველი გუნდის გამარჯვების შემთხვევაში გამოიტანეთ სიტყვა "FIRST", მეორე გუნდის გამარჯვების შემთხვევში - "SECOND", თანაბარი ქულების შემთხვევაში - "OVERTIME".
შესატანი მონაცემები
23 25 33 27 28 28 26 25 დაკოპირება
გამოსატანი მონაცემები
FIRST დაკოპირება